მგოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მგოსანი - მუსიკოს-მომღერალი, მესაკრავე, პოეტი. მგოსნის შესახებ ყველაზე ადრინდელ ცნობებს XII საუკუნის ქართულ ძეგლებში ვხვდებით. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით, თამარის ქორწინებისას „იყო ზმა მგოსანთა“. მგოსნები უმეტესად ვაჟები იყვნენ. ისინი ჩანგის თანხლებით უკრავდნენ. მგოსანთა შემოქმედება, რომელშიც მთავარი ადგილი სატრფიალო-ლირიკულ თემატიკას ეჭირა, ძირითადად პრივილეგირებული, კლასების მხატვრულ ინტერესებს ემსახურებოდა. ამჟამად მგოსანი პოეტის სინონიმია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]