გურამ მგელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მგელაძე, გურამ)
Jump to navigation Jump to search

გურამ დავითის ძე მგელაძე (დ. 1932; თბილისი — გ. 5 ივნისი, 2015[1]) — საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ პარტიული, პოლიტიკური მოღვაწე, მეწარმე.

1973–1982 წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის აბაშის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი იყო. ამ თანამდებობაზე განახორციელა ე. წ. „აბაშის ექსპირემენტი“, რომელიც ითვალისწინებდა საბაზრო ეკონომიკის ელემენტების დანერგვას საბჭოთა მეურნეობაში.

1982–1991 — წლამდე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს სსრ სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს სსრ აგრო-სამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1989–1991 — წლამდე საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს სახალხო დეპუტატი, საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს წევრი. იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის უახლოეს გარემოცვაში.

1989 წელს გასცა ბრძანება მაშველთა კორპუსის „მხედრიონის“ შექმნის თაობაზე და „მხედრიონის“ მეთაურად დანიშნა თავის ძველ მეგობარი, ე.წ. „კანონიერ ქურდი“, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს და პარლამენტის ყოფილი წევრი ჯაბა იოსელიანი.

1992–1995 წლამდე — საქართველოს რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რუსეთის ფედერაციაში. 1995 წლამდე ითვლებოდა საქართველოს პრეზიდენტის — ედუარდ შევარდნაძის უახლოეს თანაგუნდელად. 1990 და 2000-იან წლებში აწარმოებდა სამეწარმეო საქმიანობას რუსეთში და ევროპის ქვეყნებში.

საბჭოთა კავშირის სოციალისტური შრომის გმირი. ავტორი წიგნებისა: „Раздумья в пути: записки секретаря райкома“, „От эксперимента в районе — к повсеместному внедрению“, „Совершенствование управления АПК республики“.

1992 წლის შემდეგ ძირითადად ცხოვრობს მოსკოვში, დაქორწინებულია მოჭადრაკეზე, საერთაშორისო ოსტატ ნანა იოსელიანზე.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]