მგალობლიშვილის კარ-მიდამო
მგალობლიშვილის კარ-მიდამო — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ერკეთში. მოიცავს ნაეკლესიარს და თავდაცვითი ნაგებობის ნაშთს.
ნაეკლესიარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარმიდამოში მდებარეობს ნაეკლესიარი. ნაეკლესიარის ადგილი მოვაკებულ ტერასას წარმოადგენს. რომლის ყველაზე მაღალ წერტილში დგას ქვის თლილი სვეტი ბუნის ქვა. ტერასის ფერდებზე ქვიშაქვის ქვაყრილი შეიმჩნევა. ზოგიერთ ქვაზე ლილვია გამოკვეთილი.
თავდაცვითი ნაგებობის ნაშთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაეკლესიარიდან დასავლეთით, 20 მეტრში მდებარეობს თავდაცვითი ნაგებობის ნაშთი. მისასვლელი გზა მხოლოდ აღმოსავლეთიდან აქვს, ხოლო დანარჩენი მხარიდან მკვეთრი ფერდებითაა შემოსაზღვრული. თავდაცვითი ნაგებობა დამატებით გალავნით იყო გამაგრებული. მის ირგვლივ იკითხება ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე ნაგები გალავნის ნაშთები, რომელიც ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ მხარესაა შემორჩენილი. ერთ საფეხურიან ცოკოლზე მდგარი ნაგებობა გეგმაში მართკუთხაა. კედლები 3 მეტრის სიმაღლემდეა შემორჩენილი. ნაგებია ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე. წყობის პირველი რიგი ნაგებია დიდი ზომის ქვის ლოდებით. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელში უნდა ყოფილიყო გაჭრილი, რომლის ძირითადი ნაწილი გამონგრეულია. დასავლეთ და სამხრეთ კედლებში ღიობებია გამონგრეული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № ნაეკლესიარი № 17459
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № თავდაცვითი ნაგებობის ნაშთი № 10805