მბწყინავი ნემსიწვერა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| მბწყინავი ნემსიწვერა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Geranium lucidum L. | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მბწყინავი ნემსიწვერა (ლათ. Geranium lucidum) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე – 8-30 სმ, პრიალა ბეწვით შემოსილი. ღერო სუსტია, წამოწეული, დატოტვილი, ზედა ნაწილში ცალმხრივად გაბნეულბეწვიანი. ფოთლის ფირფიტა ნახევრამდე დაყოფილია ფართო, უკუკვერცხისებურ, მობლაგვო 5-7 სეგმენტად. საყვავილე ღერძი იღლიურია. გვირგვინის ფურცლები ვარდისფერია. იზრდება ველებსა და ტყისპირებში. საქართველოში გავრცელებულია იმერეთში, მესხეთ-ჯავახეთში, თრიალეთის ქედზე, ქვემო ქართლსა და კახეთში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, შუა აზიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, ირანს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ყვავილი
- ფოთლები
- თესლები
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები[მკვდარი ბმული], თბ., 2018, გვ. 354.