მბეჭდავი ქერქიჭამია
იერსახე
მბეჭდავი ქერქიჭამია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||
| |||||||
ლათინური სახელი | |||||||
Ips typographus | |||||||
|
მბეჭდავი ქერქიჭამია (ლათ. Ips typographus) — მწერი ცხვირგრძელასებრთა ოჯახისა. ხოჭო ბრჭყვიალა შავია. აქვს მოკლე ცილინდრული ბუსუსები, რომელთა სიგრძე 4-5 მმ აღწევს. მატლი თეთრია, ოდნავ მოხრილი, სიგრძით 5 მმ. კვერცხი ბრჭყვიალა თეთრია, ოვალური. მბეჭდავი ქერქიჭამია გავრცელებულია ევროპაში. საქართველოში პირველად 1952 წელს აღმოაჩინეს. შემოჰყვა გაუქერქავ ხე-ტყეს ჩრდილოეთი რაიონებიდან. ხოჭო და მატლი აზიანებს ნაძვს, ფიჭვს, სახლდება მათ ღეროებსა და ტოტებზე.
ბრძოლის ღონისძიებანი: სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა, წაქცეული საჭერი ხეების მოწყობა და მათი ქიმიური დამუშავება ფოსფორორგანული პრეპარატებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუხაშავრია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 525.