მაჰმუდ ღაზნევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჰმუდ ღაზნევი (სპარს. محمود غزنوی) ან იამინ ად-დაულა მაჰმუდი (დ. 2 ნოემბერი, 971 — გ. 30 აპრილი, 1030, ღაზნი) — ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანი 998–1030 წლებში, ნიჭიერი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი. სასტიკად ახშობდა სახალხო მოძრაობას. მაჰმუდ ღაზნევის დროს ღაზნევიანთა სახელმწიფომ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია. მაჰმუდ ღაზნევმა მოაწყო მრავალი დამპყრობლური ლაშქრობა, მან 17-ჯერ ილაშქრა ჩრდილოეთ ინდოეთში (1000–1027). ხელს უწყობდა მეცნიერებისა და კულტურის განვითარებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: