შინაარსზე გადასვლა

მაჰმუდჩალის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰმუდჩალის ტბა
Mahmudçala gölü
კოორდინატები: 39°28′25″ ჩ. გ. 48°44′01″ ა. გ. / 39.473833° ჩ. გ. 48.73361° ა. გ. / 39.473833; 48.73361
მდებარეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული მასალი, ბილიასუვარი, ჯალილაბადი
სიმაღლე ზღვის დონიდან -22 
ფართობი 230 კმ²
მარილიანობა 16-18 
ჩამდინარე მდინარეები ბოლგარჩაი
მაჰმუდჩალის ტბა — აზერბაიჯანი
მაჰმუდჩალის ტბა

მაჰმუდჩალის ტბა (აზერ. Mahmudçala gölü) – ჭაობის ტბა აზერბაიჯანში. მდებარეობს მუღანის ვაკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ბოლო წლებში წყლის დაშრობის შედეგად, ტბა-ჭაობის ფართობი საგრძნობლად შემცირდა.[1]

1896 წელს მომხდარი არაქსის წყალდიდობის შედეგად შეიქმნა ახალი სამი ტბა: აღჩალა, მაჰმუდჩალა და ჯავადჩალა. მჟამად, მაჰმუდჩალის ტბა ჭაობს წარმოადგენს, თუმცა, თავის დროზე ორი ნაწილისაგან შედგებოდა — მაჰმუდჩალისა და აღჩალის ტბებისაგან. ადრე ტბა მდინარე არაქსის ადიდების დროს ივსებოდა. ახლა კი ტბა მუღანის სარწყავი არხის და მდინარე ბოლგარჩაის ნარჩენი წყლით ივსება. 1965 წელს მდინარე ბოლგარჩაიზე წყალსაცავის აშენებით, ტბის ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შემდგომ ტბათა სისტემა ძირითადად არხის წყლით ივსებოდა, სადაც ზაფხულში ტბის ფართობი საგრძნობლად მცირდებოდა. მდინარე ბოლგარჩაიზე აშენებული წყალსაცავი 15 წლის გამოყენების შემდეგ სილით შეივსო და მდინარის წყალი კვლავ დაიწყო ტბაში ჩადინება.

ამჟამად ტბის ფსკერი ძირითადად სილის ფენისგან შედგება. მისი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დაფარულია ჭაობიანი მცენარეებით.

ტბა ზღვის დონიდან 22 მეტრით დაბლა მდებარეობს. საერთო ფართი 8 000 ჰექტარია. მაჰმუდჩალის ტბა-ჭაობის საერთო ფართობია 23 000 ჰექტარი (აღჩალის ტბასთან ერთად). ტბის ირგვლივ კლიმატი მშრალი სუბტროპიკულია. ზაფხული მშრალი და საკმაოდ ცხელია, ზამთარი კი უფრო რბილი. ზაფხულში მიმდებარე ტერიტორიებზე ტემპერატურა +29/+35 °С შორის მერყეობს, ხოლო ზამთარში +3/+6,5 °С შეადგენს. ნალექი ძირითადად გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოდის. წყლის მარილიანობა 16-18 პრომილეს შეადგენს.

  1. Mahmudçala su-bataqlıq sistemi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-31. ციტირების თარიღი: 2019-06-02