შინაარსზე გადასვლა

მაჰირ ემრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰირ ემრელი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაჰირ ემრელი[1]
დაბადების
თარიღი
1 ივლისი, 1997 (1997-07-01) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ნიურნბერგი
ნომერი 30
ახალგაზრდული კარიერა
2006–2013 ბაქო
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2013–2015 ბაქო 17 (0)
2015–2021 ყარაბაღი 185 (67)
2021–2022 ლეგია ვარშავა 15 (2)
2022–2024 დინამო ზაგრები 32 (9)
2023   ქონიასპორი 12 (2)
2024– ნიურნბერგი 21 (7)
ეროვნული ნაკრები
2012 აზერბაიჯანი 17 3 (0)
2014–2015 აზერბაიჯანი 19 8 (1)
2016–2018 აზერბაიჯანი 21 11 (5)
2017 აზერბაიჯანი 23 5 (2)
2017– აზერბაიჯანი 48 (6)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 აპრილი, 2025
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2024

მაჰირ ემრელი (აზერ. Mahir Emreli, წინათ მაჰირ მადატოვი, აზერ. Mahir Mədətov; დ. 1 ივლისი, 1997, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. საფეხბურთო კლუბ „ნიურნბერგისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.

ემრელის პროფესიონალური კარიერის დებიუტი შედგა 2014 წლის 27 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, ბაქოსა და არაზ ნახსივანს შორის გამართულ შეხვედრაში.[2]

2015 წლის 16 ივლისს ემრელმა კლუბ ყარაბაღთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[3]

2015 წლის 23 აგვისტოს შედგა მისი დებიუტი ყარაბაღში; მან შუველიანის წინააღმდეგ ჩატარებულ სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა გოლის გატანა.[4]

მისი ევროპულ ტურნირზე დებიუტი 2016 წელს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა; აღნიშნულ შეხვედრაში გუნდი ლუქსემბურგულ გუნდ „F91 დუდლანჯ“-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.[5]

2016 წლის 15 სექტემბერს მან შედგა მისი დებიუტი უეფას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სადაც გუნდი „სლოვან ლიბერესს“ დაუპირისპირდა.[6]

მან მეორე ევროპული გოლი 2017-18 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის „პლეი-ოფ“-ის დაუნდში, დანიის კოპენჰაგენის წინააღმდეგ გაიტანა (შეხვედრაში გუნდმა საკუთარ მოედანზე 1:0 გაიმარჯვა)[7].

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი დებიუტი 2017 წლის 12 სექტემბერს, ჩელსის წინააღმდეგ, სტემფორდ ბრიჯზე შედგა.[8] მას უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთ თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული.

აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ემრელის დებიუტი 2017 წლის 9 მარტს, ყატარის წინააღმდეგ გამართულ მეგობრულ შეხვედრაში შედგა.[9][10]

ეროვნული ნაკრების მაისურით მან პირველი გოლი 2018 წლის 29 მაისს, ყირგიზეთის წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა.[11]

2017 წლის ისლამის სოლიდარობის თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის 23-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო ისლამის სოლიდარობის თამაშები. იგი აზერბაიჯანის ერვნულ 23-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში იაშარ ვაჰაბზადემ აირჩია; ემრელმა 5 თამაშში მიიღო მონაწილეობა; აღსანიშნავია, რომ მან ფინალში ომანის წინააღმდეგ 2 გოლი გაიტანა.[12]

2018 წელს ემრელიმ ხელი მოაწერა სპონსორობის ხელშეკრულებას ამერიკული სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მომწოდებელთან, „Nike“–თან.[13]

2019 წლის მაისში სახელი მაჰირ მადატოვი შეიცვალა და მაჰირ ემრელი დაირქვა; მიზეზი მამის ახალ ქორწინებასთან უთანხმოება იყო.[1]

  1. 1.0 1.1 Официально: Махир Мадатов стал Махиром Эмрели Махир оглу (ФОТО) Russian. Azeri Football (10 May 2019). ციტირების თარიღი: 10 May 2019.
  2. „BAKI VS. ARAZ 2 - 1“. Soccerway. 27 September 2014.
  3. Mahir Mədətov "Qarabağ"da !. Qarabağ FK (16 July 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2019.
  4. „ŞÜVƏLAN VS. QARABAĞ 0 - 2“. Soccerway. 23 August 2015.
  5. 2016-17 UEFA Champions League, Second qualifying round matches, UEFA.com
  6. 2016-17 UEFA Europa League group stage matches, UEFA.com
  7. 2017-18 UEFA Champions League, Second qualifying round matches, UEFA.com
  8. 2017-18 UEFA Champions League group stage matches, UEFA.com
  9. AFFA.az
  10. „QATAR VS. AZERBAIJAN 1 - 2“. Soccerway. 9 March 2017.
  11. [1]
  12. „AZERBAIJAN VS. OMAN 2 - 1“ (PDF). baku2017results.azureedge.net. 21 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 22 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 19 ოქტომბერი 2019.
  13. "Nike" Mahir Mədətovla müqavilə bağladı. Sportline (7 March 2018).