მაჰეშ ბჰატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰეშ ბჰატი
დაბადების თარიღი 20 სექტემბერი, 1948 (73 წლის)
მუმბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი
ჯილდოები

პრემია საუკეთესო სცენარისთვის

Filmfare Awards (1984, 1985, 1999)
Zee Cine Awards

მაჰეშ ბჰატი (ჰინდ. महेश भट्ट, გუჯარ. મહેશ ભટ્ટ; დ. 20 სექტემბერი 1949 , ბომბეი) —  ინდოელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. არაერთი პრიზის მფლობელი საუკეთესო სცენარისთვის  .

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰეშ ბჰატი დაიბადა 1948 წლის 20 სექტემბერს ბომბეიში ნანაბაი ბჰატისა  და მსახიობ შირინ მუჰამედ ალის ოჯახში. ჰყავს და პურნიმა დას ვერმა და  ძმა მუკეშ ბჰატი — პროდიუსერი. ბჰატის მამა გუჯარათელი გახლდათ. შირინის მამა —  ტამილელი ბრაჰმინ რამ შეშადრი აიანგარი, ხოლო დედა —  მუსლიმი ლუკნაუდან. მახეშ ბჰატი გაიზარდა ინდუისტების ოჯახში, თუმცა თვითონ აცხადებს, რომ ათეისტია.[1][2][3]

მაჰეში სწავლობდა ვაჟთა კათოლიკურ სკოლაში  Don Bosco High School. ზაფხულის არდადეგებზე მუშაობდა. ასევე აკეთებდა რეკლამებს. მეგობრებმა მას გააცნეს რეჟისორი რაჯ ხოსლა და ბჰატმა დაიწყო მუშაობა მის ასისტენტად.

მაჰეშ ბჰატი დაქორწინდა კირანზე (ლორენ ბრაიტი), რომელსაც იგი ჯერ კიდევ სტუდენტობისას შეხვდა. მათი სიყვარულის ისტორიის საფუძველზე გადაიღეს ფილმი "სიცოცხლე სიყვარულის სახელით". ბჰატს და კირანს ჰყავთ ორი შვილი (პუჯა და რაჰული). ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე მათ ქორწინებას პრობლემები შეექმნა. მოგვიანებით  მაჰეშ ბჰატს შეუყვარდა მსახიობი სონია ჰრაზდანი და ცოლად შეირთო. მას მოუწია ისლამის მიღება, რათა მეორედ დაქორწინებულიყო პირველ ცოლთან განქორწინების გარეშე, რომლის მიტოვებაც მას არ სურდა.[4][5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰატის  სარეჟისორო კინოდებიუტი  26 წლის ასაკში შედგა, როდესაც გადაიღო ფილმი   Manzilein Aur Bhi Hain (1974) დ არომელიც აიკრძალა 14 თვით „ქორწინების წმინდა კავშირის“ დაცინვის გამო. 1980 წელს, მისმა ფილმმა „სისხლის ორი ფერი,“ შაბანა აზმისა და ვინოდ ხანას მონაწილეობით, მიიღო ორი Filmfare ჯილდო: ჰელენმა (ჰელენ ენ რიჩარდსონი) მიიღო თავისი პირველი ჯილდო მეორეხარისხოვანი  მსახიობის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ხოლო მადუკარ შინდე  საუკეთესო სამხატვრო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.

მაჰეშ ბჰატი და კანგანა რენაუთი - მუმბაი 2010

მახეშ ბჰატის კარიერაში პირველი   კინო ჰიტი იყო ფილმი „ცნობიერება „(1982), რომელიც დაფუძნებულია მის რომანზე მსახიობ პარვინ ბაბისთან და შეტანილია მოსკოვის მე -14 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში. მოგვიანებით, მან გადაიღო კიდევ რამდენიმე ფილმი. რეჟისორმა იდეები  პირადი ცხოვრებიდან აიღო. მაჰეშ ბჰატის კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებული ფილმებია:  "დაბადება" 1985) და "სახელი" (1986). მის საუკეთესო ადრეულ ნამუშევრებს შორისაა: The Essence (1984). ფილმი მოგვითხრობს ბომბეიში მცხოვრები ხანდაზმული მაჰარაშტრას წყვილის შესახებ, რომელთა ერთადერთი ვაჟი ნიუ -იორკში ძარცვისას დაიღუპა,  დრამა „თუ მხოლოდ ...“ (1987 წ.), რომელიც დაფუძნებულია ნამდვილ ოჯახურ ისტორიაზე ტრაგიკული დასასრულით.

1987 წელს, ძმასთან მუკეშთან ერთად, მაჰეშ ბჰატმა დააარსა  კინოკომპანია Vishesh Films და გახდა პროდიუსერი.[6]

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, მაჰეშ ბჰატი  ერთ--ერთი ყველაზე აღიარებული რეჟისორი გახდა.  ამ პერიოდში გადაიღო  ფილმები:  Daddy (1989, მისი ქალიშვილის პუჯა ბჰატის სადებიუტო ფილმი) და Swayam (1991), ასევე კომერციულად წარმატებული რომანტიკული ჰიტები: Wandering ”( 1990), "იცხოვრე სიყვარულის სახელით" (1990) და „გულს ვერ უბრძანებ“(1991), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ პუჯა ბჰატი და ამირ ხანი.

1991 წელს ბჰატმა გადაიღო ყველაზე წარმატებული ფილმი Vishesh Films „დევნა“. სურათმა "ორ ცეცხლს შუა" (1993) კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. მთავარ როლებს ასრულებდნენ პუჯა ბჰატი და ნასირუდინ შაჰი, რომლებმაც მოგვიანებით ითამაშეს ისეთ კინოჰიტებში, როგორიცაა "გზიდან აცდენილები" (1993) და "კრიმინალი" (1995). 1994 წელს ბჰატმა მოიპოვა ინდოეთის ეროვნული კინოფესტივალის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „სიყვარულთან შესახვედრად“.[7][8][9][10][11][12]

ფილმოგრფია (რეჟისორის რანგში)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1974 — Manzilein Aur Bhi Hain
  • 1977 — Vishwasghaat
  • 1978 — Naya Daur
  • 1979 —სისხლის ორი ფერი/ Lahu Ke Do Rang
  • 1980 — Abhimanyu
  • 1982 — ცნობიერება / Arth
  • 1984 — არსი / Saaransh
  • 1985 — დაბადება / Janam
  •  1986 — Aashiana
  •  1986 — სახელი / Naam
  • 1987 — Aaj
  •  1987 — თუ მხოლოდ… / Kaash
  • 1988 — მიზანი/ Thikaana
  • 1988 — Siyaasat
  • 1988 — დაპყრობა / Kabzaa
  • 1989 — მამიკო / Daddy
  • 1990 — ხეტიალი / Awaargi
  • 1990 — Jurm
  • 1990 — ცხოვრება სიყვარულის სახელით / Aashiqui
  • 1991 — Swaya
  • 1991 — მეგობრები / Saathi
  • 1991 —გულს ვერ უბრძანებ/ Dil Hai Ke Manta Nahin
  • 1991 — დევნა / Sada
  • 1992 — მეშვიდე ცა / Saatwan Aasmaan
  •  1992 — შეპყრობა / Junoon
  • 1992 — Maarg
  • 1993 — მე ისევ შენზე ვფიქრობ/ Phir Teri Kahani Yaad Aayee
  • 1993 — Gunaah
  • 1993 — ორ ცეცხლს შუა / Sir
  • 1993 — სიყვარულთან შე /სახვედრად Hum Hain Rahi Pyar Ke
  • 1993 — გზიდან აცდენილი / Gumrah
  • 1993 — გარიყული / Tadipaar
  • 1994 — ჯენლტმენი / The Gentleman
  • 1994 —გაჭირვებულთა დამცველი/ Naaraaz
  • 1995 —გაერთიანება/ Milan
  • 1995 — უკანონო / Naajayaz
  • 1995 — კრიმინალური სამყარო / Criminal
  • 1996 — რას იტყვის მამა? / Papa Kehte Hai
  • 1996 — მგზნებარე სიყვარული / Chaahat
  • 1996 — უგონო სიყვარული / Dastak
  •  1997 — ტამანა/ Tamanna
  • 1998 — ორეული / Duplicate
  • 1998 — Angaaray
  • 1999 —სულის ტკივილი/ Zakhm
  • 1999 —ეს არის მუმბაი, ძვირფასო!/ Yeh Hai Mumbai Meri Jaan
  • 1999 —ტყვია/ Kartoos

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 

  1. "My wife and my audience, both took time to understand me: Emraan Hashmi - Times of India"
  2. "Mukesh Bhatt tours riot-ravaged Ahmedabad - Times of India". The Times of India. Retrieved 25 February 2019.
  3. "Purnima". Internet Movie Database. Retrieved 29 May2014.
  4. "I have great reverence for women: Mahesh Bhatt". The Times of India. Archived from the original on 1 February 2014.
  5. "Mahesh Bhatt's article about Ramzan, Ramadan". Retrieved 14 December 2013.
  6. Bhatt, Mahesh // Encyclopedia of Indian Cinema / Edited by Ashish Rajadhyaksha, Paul Willemen. — L.: British Film Institute, 1994. — P. 63. — 568 p. — ISBN 978-0-85170-455-5.
  7. Sawhney, Anubha (18 January 2003). "The Saraansh of Mahesh Bhatt's life". Times Of India. Retrieved 17 February 2012.
  8. Sawhney, Anubha (18 January 2003). "The Saraansh of Mahesh Bhatt's life". Times Of India. Retrieved 17 February 2012.
  9. best story on india
  10. "List of Indian Submissions for the Academy Award for Best Foreign Language Film". დაარქივებული 2017-05-16 საიტზე Wayback Machine. Film Federation of India. Retrieved 29 March 2013.
  11. Mahesh Bhatt (14 May 2011). "Footprints of dissent, First Person-Mahesh Bhatt". The Hindu. Retrieved 21 June2013.
  12. "Mahesh Bhatt, leading Indian cultural icon, joins the TeachAIDS Advisory Board". TeachAIDS. 31 October 2009. Retrieved 16 December 2010.