შინაარსზე გადასვლა

მაჰენდრა პრატაპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჰენდრა პრატაპი (დ. 1886 — გ. 1976, ინდოეთი) — ინდოელი აქტივისტი, ინდური ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

1914 წლიდან ემიგრაციაშია. ანტიბრიტანული მოძრაობის ორგანიზების მიზნით იმავე წელს რამდენიმეჯერ შეხვდა კაიზერ ვილჰელმ II-ს, ხოლო შემდეგ წელს სულთან მეჰმედ V-ს. 1915 წლიდან „ინდოეთის დროებითი მტავრობის“ პრეზიდენტია. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1918-19 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საბჭოთა რუსეთში. ინდოეტში რევოლუციის ორგანიზების მიზნით ცდილობდა მოეპოვებინა ბოლშევიკების პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა. რეგულარულად ხვდებოდა ლენინს და სხვა ლიდერებს. 1921 წლიდან იმყოფებოდა ავღანეთში. მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, სადაც გარდაიცვალა 1976 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]