მაჰაჩყალის შუქურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰაჩყალის შუქურა
Махачкалинский маяк
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 0500005800
ქვეყანა რუსეთი
ქალაქი მაჰაჩყალა, დაღესტანი
კოორდინატები 42°59′07″ ჩ. გ. 47°29′55″ ა. გ. / 42.9855306° ჩ. გ. 47.4987806° ა. გ. / 42.9855306; 47.4987806
დაიწყო 1852
გაიხსნა 1852
განახლდა 1866
სიმაღლე 27

მაჰაჩყალის (პეტროვსკის[1]) შუქურა (რუს. Махачкалинский маяк) — მოქმედი შუქურა დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში.

მდებარეობს ქალაქის კიროვსკის რაიონში, ამირხანოვის ქუჩა №20. ითვლება ქალაქის ღირსშესანიშნაობად.[2] [3] 117 საფეხურიან მრგვალ სპირალისებურ კიბეს ავყავართ ზემოთ. შუქურაზე მაღალი მაჰაჩყალაში მხოლოდ სატელევიზიო კოშკია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაჰაჩყალის შუქურას ისტორია ქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. იგი დაღესტნის დედაქალაქზე უმცროსია მხოლოდ რამდენიმე წლით. კასპიისპირეთში შუქურების მშენებლობის ინიციატორი იყო კავკასიის გუბერნატორი მიხეილ ვორონცოვი.[4]

პეტროვსკის ციხესიმაგრეში პირველი შუქურა აშენდა 1852 წელს ტარკოვსკის მთაზე, გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც პორტ-პეტროვსკის ციხესიმაგრეს ჩაუყარა საძირკველი რუსეთის იმპერატორმა პეტრე I-მა.[5] თავდაპირველად ეს იყო თეთრი კოშკი, ზღვის დონიდან 75 მეტრის სიმაღლეზე. რვა ნათურის შუქი ძლიერდებოდა რეფლექტორებით და სინათლის ხილვადობა 18 მილს აღწევდა.

ქალაქისა და პორტის განვითარებასთან ერთად შუქურა აღარ ითვლებოდა ქალაქის ყველაზე შესამჩნევ ნაგებობად და 1866 წელს კასპიის ფლოტილიის ჰიდროგრაფიული განყოფილების ზედამხედველობით აღადგინეს ახალ, უფრო მოხერხებულ ადგილას[6] — ანჟი-არკას მთაზე.[7] ახალი კოშკის სიმაღლე იყო 27 მეტრი (დაახლოებით 80 მეტრი ზღვის დონიდან), შუქის ხილვადობა იყო 15 მილი. 1895 წელს შუქურის სიკაშკაშე გაიზარდა, ცეცხლი უფრო მაღლა დაანთეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში შუქურა მოხატული იყო თეთრ ფონზე წითელი ზოლებით, რომელიც კარგად ჩანს წლის ნებისმიერ დროს. 1912 წელს ზეთის ნათურებმა შეცვალა ნავთის სანათები, ხოლო 1928 წელს დაინერგა აცეტილენის განათება.

პეტროვსკის სტილიზებული შუქურა სულეიმან სტალსკის ბულვარზე, მაჰაჩყალაში

დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე შუქურა გამორთულ იქნა და მხოლოდ 1944 წელს დაიწყო მუშაობა. შუქურა გათიშული იყო 1990-იან წლებში (ორი თვით) ელექტროენერგიის გადასახადის გადაუხდელობის გამო.[8]

მე-20 საუკუნის ბოლოს დანგრეული შენობა გარემონტდა. 2008 წელს შუქურაზე დამონტაჟდა თეთრი მოციმციმე შუქი, რომელიც ჩანს 24 მილის მანძილზე. შუქურა სრულად ავტომატიზირებულია. მისი განათების ჩართვა-გამორთვა ხდება სპეციალური გრაფიკის მიხედვით, რომელიც შედგენილია წელიწადის დროების გათვალისწინებით.[9] მას ემსახურება ერთი თანამშრომელი — სანავიგაციო აღჭურვილობის წარმოების ჯგუფის ხელმძღვანელი.[8] 2014 წელს შუქურაზე ჩატარდა სამუშაოები მოწყობილობების პროფილაქტიკის მიზნით და დამონტაჟდა მოდერნიზებული მსუბუქი-ოპტიკური აპარატურა.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • История моего города. Махачкала. — Махачкала, 2017. — 160 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Махачкалинский (Петровский). Маячник. Маяки России и мира | Фонд. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  2. Радушная Махачкала. Страна.ру. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-04. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  3. 18 достопримечательностей Махачкалы с фото и описаниями. ციტირების თარიღი: 2019-12-23.
  4. АО «Махачкалинский морской торговый порт» — История. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  5. Петровский маяк в Махачкале, Махачкала.. turizm.sputnik.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-20. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  6. Махачкалинский маяк. www.culture.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  7. АО «Махачкалинский морской торговый порт» — История
  8. 8.0 8.1 Махачкалинский маяк – о мифах старейшего сооружения Дагестана. Ваш путеводитель по Дагестану (2013-11-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  9. Махачкалинский маяк: описание, фото, видео, экскурсии, как добраться. Ваш путеводитель по Дагестану (2017-12-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-26. ციტირების თარიღი: 2019-09-20.
  10. Специалисты гидрографической службы Каспийской флотилии модернизировали 5 световых маяков в российском секторе Каспия (25.09.2014). ციტირების თარიღი: 2019-09-17.