მაჰაპადმა ნანდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჰაპადმა ნანდა (დ. ძვ. წ. 450 – გ. ძვ. წ. 362) — ძველი ინდოეთის სამეფოს მაგადჰას მეფე ნანდას დინასტიიდან. იგი იყო დაბალი წარმოშობის ადამიანი, გადმოცემის თანახმად მაჰაპადმა მეძავი ქალისა და დალაქის შვილი იყო. დედამისი შუდრას კასტას მიეკუთვნებოდა.

მაჰაპადმა ნანდამ მოკლა ჰარიანტას დინასტიის უკანასკნელი მმართველი კალაშოკა შვილებითურთ და გამეფდა. მან მოაკვლევინა ყველა ქშატრია.

მაჰაპადმამ დაიპყრო და დაიმორჩილა ქვეყნის უდიდესი ნაწილი. იგი ინდოეთში პირველი იმპერიის დამაარსებლად ითვლება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971