მაჰანე იეჰუდას ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაჰანე იეჰუდას ბაზარი — მდებარეობს იერუსალიმში. გაიხსნა XIX საუკუნეში. ის არის ისეთივე სიმბოლოა, როგორიც დავითის კოშკი ან დასავლეთის კედელი. ამ უზარმაზარ სივრცეში რელიგიური კონფლიქტით და ზეციურზე მსჯელობით გადაღლილი იერუსალიმი ყოველდღიურობით ისვენებს. აქ ჩვეულებრივი ცხოვრება დუღს, რომელიც ყველა მრწამსისა და სოციალური სტატუსის ადამიანს აერთიანებს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 8 წლის წინათ აღნიშნული ბაზარი ღამით დაკეტილი იყო. აქ უზარმაზარი, გამოცარიელებული სივრცე და დახურული დახლები ამ ადგილის რეპუტაციაზე კარგად არ მოქმედებდა. სწორედ ამ დროს ერთ-ერთ მხატვარს სოლომონ სუზას გაუჩნდა იდეა, ჩაკეტილი მაღაზიების რკინის კარებები გრაფიტით მოეხატა და 150-მდე მაღაზიისგან ნებართვაც მიიღო. რამდენიმე თვეში ბაზარი, ფაქტობრივად, მხატვართა ნამუშევრების გალერეად იქცა. გაზრდილი ინტერესით ბაზრის მოვაჭრეებმა ისარგებლეს და რამდენიმე ბარი გახსნეს, სადაც, ძირითადად, ადგილობრივი წარმოების ლუდს ყიდდნენ. მაღაზიების დაკეტვის შემდეგ ბაზარი ღამის ცხოვრებას იწყებდა. ასე და ამგვარად, ბაზარმა მოახერხა თითქმის შეუძლებელი მან გააერთიანა იერუსალიმის წარსული და მომავალი, მისი მრავალრიცხოვანი კონფესიების ინტერესები, ახალგაზრდების იდეები და დღეს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს ამ უძველეს ქალაქში.

მაჰანე იეჰუდას ბაზარში იერუსალიმის რამდენიმე საუკეთესო რესტორანი და ათობით ბარია თავმოყრილი, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადებული საკვები და სასმელი.

ბაზარში ერთ-ერთი პირველი მაღაზიაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ყიდის ეგზოტიკურ ხილს. აქ არა მხოლოდ ჟოლოს და ლეღვს, არამედ ლიჩისაც აღმოაჩენთ, აქ არის ყველა ის პროდუქტი თავმოყრილი, რომელიც ებრაელებისთვის და არამარტო მათთვის მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტს წარმოადგენს.

ბაზრის გულია, რადგან სწორედ აქედან დაიწყო მაჰანე იეჰუდას გადაქცევა პროდუქტების ტრივიალური ბაზრიდან იერუსალიმის ღამის ცხოვრების ცენტრად. 2001 წლამდე აქ საწყობი იყო, 2002 წელს ელი მიზრაჰიმ, რომლის ოჯახიც რამდენიმე დახლს ფლობდა ბაზარში, ადგილი გამოისყიდა და მორიგი დახლის მაგივრად ესპრესო ბარი გახსნა. მოგვიანებით ეს კაფე ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა ბაზარში. მაშინ, მეორე ინტიფადის შემდეგ, ბაზარი მოუვლელი და არაპრესტიჟული ადგილი იყო. მიუხედავად ამისა, კაფეს იმდენად რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა, რომ სხვა ბიზნესმენებსაც გაუჩნდათ სურვილი, ბაზრის ტერიტორიაზე კაფებარები გაეხსნათ. ეს ადგილი მუდამ დარჩება იმის მაგალითად, რომ ერთ მერცხალსაც შეუძლია გაზაფხულის მოყვანა.

ბაზრის ტერიტორიაზე არის 250 გამყიდველისთვის განკუთვნილი ადგილი. ძირითადად იყიდება: ხილი და ბოსტნეული; ცომეული; თევზი, ხორცი და ყველი; სანელებლები; ღვინოები და ლიქიორები; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ტექსტილი.

1887 წელს მაჰანე იჰუდა ბაზარი დაარსდა ჯაფას გზის ჩრდილოეთით. იგი თავდაპირველად ეკუთვნოდა სამ ბიზნესპარტნიორს - იოჰანეს ფროტეგერის (გერმანელი პროტესტანტი და პალესტინაში ყველაზე დიდი ბანკის მფლობელი), შალომ კონსტრუქტმა და ჯოზეფ ნავონმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში იერუსალიმის მუნიციპალიტეტმა მილიონობით ინვესტიცია დააბანდა იერუსალიმის ცენტრის მოდერნიზაციასა და მრავალი საცალფეხო ცენტრების შესაქმნელად, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ამ მხრივ იერუსალიმის ბაზარი. სწორედ იეჰუდას ბაზარში არის მოწყობილი ტურისტული ბილიკები, იგი წარმოადგენს ტურისტებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს.

იეჰუდას ბაზარში სამი განსაკუთრებული ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის 1997 წლის 30 ივლისს, როდესაც აფეთქდა ბომბი 178 ადამიანი დაშავდა და 16 დაიღუპა. მეორე ასეთი ფაქტი განხორციელდა 1998 წლის 6 ნოემბერს, როდესაც ტერორისტებმა ააფეთქეს ბომბი. ბოლო თავდასხმა კი 2002 წლის 12 აპრილს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა თავი, დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 6. აღნშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ალ-აქსას ტერორსიტულმა დაჯგუფებამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]