მახოს განძი
მახოს განძი — გვიანი ბრინჯაოს ხანის კოლხეთის მატერიალური კულტურულის ძეგლი მახოსწყლის მარცხენა ნაპირიდან (შ. დიასამიძის კარმიდამოს ზემოთ). აღმოაჩენილია 1954 წელს ციტრუსების პლანტაციის გაშენებისას.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი ცული 1965 წელს ჩაუბარებიათ აჭარის სახელმწიფო მუზეუმს (კოლექცია №1146/19266). როგორც ჩანს, ამავე განძიდან არის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისათვის სოფ. მახოს მცხოვრებ მსხალაძის მიერ გადაცემული ცულიც.
ორივე ცული ეკუთვნის კოლხური ცულის პროტოტიპებს.
მახოს განძი (1972)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინახება სოფელ მახოშივე 1972 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს ცულების კიდევ ერთი განძი. იგი შედგება 11 ცულისაგან. მათი უმეტესობა კოლხური ცულების პროტოტიპებია. ამის გარდა, ერთი — პროტოტიპებიდან კოლხური ცულის პირველ ტიპზე გარდამავალი ფორმისაა, ხოლო ორი — პირველი ტიპის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალ. რამიშვილი, „კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან“: სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბრინჯაოს ნაწარმი. - ბათუმი: საბჭ. აჭარა, 1974.