მახობელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მახობელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Dipsacales
ოჯახი:  გოქშოსებრნი
სახეობა:  მახობელი
ლათინური სახელი
Cephalaria syriaca

მახობელი (ლათ. Cephalaria syriaca) — ერთწლოვანი მცენარე გოქშოსებრთა ოჯახისა. მისი დატოტვილი ღეროს სიგრძე 30-100 სმ-ს აღწევს. თავაკებად შეკრებილი ცისფერი ყვავილები და თესლურა ნაყოფი აქვს.

გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, ირანსა და კავკასიაში. გვხვდება როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლთ საქართველოში. ყანების სატეველაა. კალოზე გალეწილ ხორბალს მისდევდა მისი თესლიც, 1-2% პურს ლურჯ ფერს აძლევდა. პური სურნელოვანი და რბილი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]