მახარობელ ურუშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.
მახარობელ ურუშაძე
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1788
დაბადების ადგილი ლანჩხუთი
გარდაცვალების თარიღი 1861
გარდაცვალების ადგილი ლანჩხუთი
კუთვნილება გურიის სამთავრო, რუსეთის იმპერია
სამხედრო სამსახურის წლები 18071829
წოდება პოდპორუჩიკი
ბრძოლები/ომები რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)
ჯილდოები წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი,
წმინდა გიორგის I და II ხარისხის მედლები,
ვერცხლის მედალი „თურქეთის 1828-1829 წლების ომში გამოჩენილი თავდადებისათვის“,
წმ. გიორგის ხმალი „მამაცობისათვის“
კავშირი ავთანდილ ურუშაძის წინაპარი
სამსახურიდან გადადგომა 1829

მახარობელ (მახარბელ) იესეს ძე ურუშაძე (დ. 1788, ლანჩხუთი ― გ. 1861, იქვე) ― გურიის სამთავროს აზნაური, XIX საუკუნის ქართველი სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გურიელების სამთავრო კარის მდივან-მწიგნობრის ოჯახში. იყო გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V-ის (სამთავროს მართავდა 1810-1826 წლებში) სიყრმის მეგობარი და თანამოაზრე. 1807-1808 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სეპარატისტი ფეოდალის, ლანჩხუთის მოურავის ზუბაიდელ ჟორდანიას წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ზუბაიდელის დამარცხებით და სამთავრო ხელისუფლების განმტკიცებით დასრულდა. 1810 წელს, სამთავრო ტახტზე ასვლისთანავე, მამია V-მ ურუშაძეს უბოძა ლანჩხუთის მამასახლისობა („ხელოსნობა“) და ზუბაიდელ ჟორდანიასეული მამული მასზე მოსახლე გლეხებით. მომდევნო წელს მას ებოძა მეორე სახელო, - გურიელების სოფელ ლესას მამულის მოურავობა.

მახარობელ ურუშაძე იყო თურქ-ოსმალთა წინააღმდეგ 1810-1812 წლების ბრძოლების და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის აქტიური მონაწილე. სამხედრო სამსახურიდან გადადგა პოდპორუჩიკის წოდებით. მხედრული წარჩინებისათვის მიღებული ჰქონდა: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმ. გიორგის I და II ხარისხის მედლები, ვერცხლის მედალი „ თურქეთის 1828-1829 წლების ომში გამოჩენილი მამაცობისათვის“ და ე. წ. „გიორგის ხმალი“ „მამაცობისათვის“.

მისი მეუღლე იყო მარგარიტა (მართა) თავდგირიძე (იმერეთის მეფის დავით II-ის შვილიშვილის შვილი). მახარობელ ურუშაძის ჩამომავლები არიან პროფესორები აპოლონ ურუშაძე, იგორ ურუშაძე და ზურაბ ურუშაძე, პოლიტიკური მოღვაწე ავთანდილ ურუშაძე, ჟურნალისტი მარგარიტა ურუშაძე, ხელოვნებათმცოდნეები ლიორა ურუშაძე და პაოლა ურუშაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ურუშაძე და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიმიტრი ბაქრაძე, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987, გვ. 277.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]