მაჭი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაჭის ციხის ნანგრევები

მაჭი, თოღა, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში (ჰერეთი), მაჭის საერისთავოს ცენტრი. ააგეს IX საუკუნეში მდინარე მაჭისწყლის (ახლანდელი მაწიმისწყალი, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო მცირე მდინარე, ერთვის მდინარე ალაზანს) ხევში. მაჭი იყო კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. შემორჩენილია ნანგრევები (კედლების, კოშკ-ბურჯების, ეკლესიის, გადახურული წყალსაცავის, ხაროებისა და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 6, გვ. 515, თბ., 1983
  • მაჭის ციხე (საინგილო), საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მაჭი&oldid=3724602“-დან