მაჭახლური კილო
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|მაჭახლური კილო}} |
მაჭახლური დიალექტი — ქართული ენის დიალექტი, საუბრობენ ზემო და ქვემო მაჭახელში. დღეს ზემო მაჭახელი თურქეთის საზღვრებშია, ქვემო მაჭახელი კი საქართველოს შემადგენლობაშია.
თურქულის ინტენსიური გავლენის მიუხედავად, ზემო მაჭახელშიც დღესაც მშვენიერი ქართულით (მაჭახლური დიალექტით) ლაპარაკობენ; მაჭახლურ კილოს ორი კილოკავი აქვს: ზემომაჭახლური და ქვემომაჭახლური; დიალექტური მახასიათებლები უფრო მკაფიოდ ჩანს ზემომაჭახლურში. მაჭახლურის თავისებურებათაგან აღსანიშნავია: რ სონორის დაკარგვა, შა- ზმნისწინის აქტიური გამოჩენა („უღელი შაადგის ქედზე“, შ. ფუტკარაძე), წა > წო პროცესი (წოველით, წოვდა...), არქაული ხოლმეობითის მსგავსი ფორმების (ითიბვის, იყიდვის, დეირგვის, ვკლიდით, ვასხმიდით...) პოვნიერება; ამ კილოში -არ სუფიქსი წარმომავლობას აწარმოებს ძველი ქართულისა და ზანურის მსგავსად (ჩხუტუნარ-ი: ჩხუტუნეთელი); არაიშვიათად, თავისებურია ლექსიკაც: მიწახაპაი „კარტოფილი“, წანწალაკი „საცალფეხო ხიდი“, დედლუცა „პატარა დეალი“, დაწონდება „მოეწონება“ და სხვ.