მაწაქი
იერსახე
მაწაქი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Goebelia alopecuroides | ||||||||||||
|
მაწაქი (ლათ. Goebelia alopecuroides) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 1 მ აღწევს. აქვს კენტფრთისებრი ფოთლები და მტევან ყვავილედში თავმოყრილი თეთრი ან მოყვითალო ყვავილები.
გავრცელებულია მცირე და ცენტრალურ აზიაში, ირანში, კავკასიაში, შუა აზიასა და ციმბირში. საქართველოში გვხვდება ქართლსა და კახეთში, დაბლობიდან მოკიდებული მთის შუა სარტყლამდე, ტენიან ადგილებსა და ნათესებში. აბეზარი სარეველაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 513.