მაჩხაფარი
იერსახე
| მაჩხაფარი | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°54′27″ ჩ. გ. 43°18′00″ ა. გ. / 42.907611° ჩ. გ. 43.300111° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3524 მ |
| ქედი | კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა და კვარციტი |
მაჩხაფარი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ცხენისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3524 მ. აგებულია ასპიდური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. მაჩხაფარის ძირას ხეობის ტიპის მყინვარებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 510.