მაჩხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მაჩხა
Maçka
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
დაქვემდებარება რაიონის ცენტრი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
რაიონი მაჩხა
კოორდინატები 40°49′00″ ჩ. გ. 39°37′00″ ა. გ. / 40.81667° ჩ. გ. 39.61667° ა. გ. / 40.81667; 39.61667
ქალაქის მერი Koray Koçhan
ფართობი 967.98 კმ²
ცენტრის სიმაღლე 470
ოფიციალური ენა თურქული ენა | თურქული
მოსახლეობა 7,461 კაცი (2009)
ეროვნული შემადგენლობა თურქები
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 0462
საფოსტო ინდექსი 61750
საავტომობილო კოდი 61
ოფიციალური საიტი macka.bel.tr
მაჩხა — თურქეთი
მაჩხა

მაჩხა (თურქ. Maçka მაჩქა; ბერძ. Ματσούκα მაცუკა; ლაზ. მაჩხა) — თურქეთის შავი ზღვის რეგიონში, ტრაპიზონის პროვინციაში შემავალი რაიონისა და ამავე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრის (ქალაქის) სახელწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დასახლება აქ რომის იმპერიის მართველობის დროს, ტრაპიზონიდან სამხრეთისაკენ გამავალ მთიან სამხედრო გზაზე უნდა შექმნილიყო. დაახლოებით 386 წელს, როცა მაჩხა ბიზანტიის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა, დასახლებისგან მოშორებით არსებულ მთაზე სუმელას მონასტერი დაარსდა. XIII საუკუნეში რეგიონი ახლად წარმოქმნილი ტრაპიზუნის იმპერიის ნაწილი გახდა. 1461 წელს კი რეგიონი ოსმალეთის იმპერიამ შემოიერთა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]