მაყვალა ქასრაშვილი
| მაყვალა ქასრაშვილი | |
|---|---|
|
მაყვალა ქასრაშვილი | |
| ბიოგრაფია | |
| ნამდვილი სახელი | მაყვალა ქასრაშვილი |
| დაბ. თარიღი | 13 მარტი, 1942 |
| დაბ. ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| ჟანრ(ებ)ი | ოპერა |
| საქმიანობა | საოპერო მომღერალი |
| წევრები | მოსკოვის დიდი თეატრი |
| მაყვალა ქასრაშვილი ვიკისაწყობში | |
მაყვალა ქასრაშვილი (რუს. Маквала Филимоновна Касрашвили; დ. 13 მარტი 1942, ქუთაისი) — ქართველი საოპერო მომღერალი (სოპრანო), მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმადონა, სსრკ სახალხო არტისტი (1986), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980), რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში, ზ. ფალიაშვილის სახელობის საქართველოს სსრ-ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. ქალბატონი მაყვალა გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, რადგან 40 წლის განმავლობაში უწყვეტად ასრულებს ტოსკას პარტიას.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1942 წლის 13 მარტს ქუთაისში (საქართველო) მსახურთა ოჯახში. ქმართან გაშორების შემდეგ, დედა ქალიშვილსა და ვაჟიშვილს მარტო ზრდიდა, ცხოვრობდნენ რთულად, ადრეულ ბავშვობა მოუწია საომარ პერიოდში, ომის ბოლო წლებშიც კი არავის იმედი აღარ ჰქონდათ. დედა მუშაობდა, მაყვალა სახლში დიასახლისი იყო. ამასთან მას ძალიან უყვარდა სიმღერა. მაყვალას დედისგან მემკვიდრეობით ჰქონდა ხმა, რომელიც ნამდვილი და დიდი იყო, ასევე გოგონა ძალიან მუსიკალური იყო. იგი მუდმივად უსმენდა კლასიკურ მუსიკას რადიოში. მოგვიანებით მომღერალი ერთ-ერთ ინერვიუში ამბობს: „მე ისე ადრე დავიწყე ოცნება მომღერლის კარიერაზე, რომ სხვა პროფესიებზე ფიქრისთვის დროც აღარ მრჩებოდა. 10 წლის ასაკში უკვე მივხვდი, რომ მე მქონდა ხმა, არა ბავშვური, არამედ ნამდვილი, სასიმღერო. რადიოში საოპერო ნაწარმოებებს ვუსმენდი, ჯერ კიდევ არ ვიციდი რა იყო ეს, მაგრამ ვმღეროდი! ვიმეორებდი რაც მესმოდა და ვგრძნობდი, რომ ვიპოვე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული. არც კი მინდოდა სხვა პროფესიაზე ფიქრი“. დედამ მაყვალა მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა, სადაც ვოკალის განხრით სწავლობდა 1956 - 1960. მაგრამ მოხდა უარესი: დაიწყო დიდი პრობლემები ხმაზე. ერთხელ სასწავლებელს წვეული ცნობილი ქართველი მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე დაეხმარა მას, რომ მოესმინა მაყვალა დიდი თეატრის ყოფილ სოლისტს და იმ დროს თბილისის კონსერვატორიის პედაგოგ ვერა დავიდოვას. დავიდოვა აღფრთოვანებული დარჩა და გადაწყვიტა მაყვალას მომზადება, მან ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შესძლო მაყვალს ხმის ფორმაში ჩაყენება და აქედან დაიწყო დავიდოვას საუკეთესო მოსწავლის ვარსკვლავური გზა. მაყვალასთან მალევე მოვიდა წარმატება, იგი ჩაირიცხა თბილისის კონსევატორიაში და აქაც ვ. დავიდოვასთან განაგრძო სწავლა. მაყვალა თავის პედაგოგზე: „შესანიშნავი მუსიკოსი, განათლებული, ნიჭიერი მასწავლებელი, ვ.ა. დავიდოვამ ჩემს თვალწინ გადამიშალა პოეზიისა და კლასიკური მუსიკის სილამაზე. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდნენ ისეთი რთული საკითხები, როგორებიც არიან ვოკალური ტექნიკა, სტილის გრძნობა, სასიმღერო კულტურა - რისგანაც იქმნება პროფესიონალიზმი, საოპერო მომღერლის ოსტატობა.“

1964 წელს კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში კრისტოფ ვილიბალდ გლუკის „ორფეოსი“, სადაც მაყვალა ევრიდიკეს პარტიას ასრულებდა.
1965 წელს მაყვალამ მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფარგლებში მუსიკოს-შემსრებელთა კონკურსში, სადაც პირველი პრემიის ლაურეატი გახდა. ახალგაზრდა მომღერალს სურდა, რომ იგი თბილისის ოპერაში მიეღოთ მაგრამ, თბილისში ჩამოვიდნენ წარმომადგენლები დიდი თეატრიდან, ამავე თეატრის დასის ხელმძღვანელი ა.ი ორფონოვის ხელმძღვანელობით, სტაჟიორი ჯგუფისთვის ხმების შერჩევის მიზნით. მან იმღერა არია ოპერიდან „ჩიო-ჩიო-სან“ და „ბოჰემა“. 1966 წელს მიიღეს დიდი თეატრის სტაჟიორთა ჯგუფში. ერთ წელისადში მან შეასრულა პრილეპას პარტია პეტრე ჩაიკოვსკის ოპერიადან „პიკის ქალი“, მიქაელას პარტია ჟორჟ ბიზეს ოპერიდან „კარმენი“ და გახდა დასის სოლისტი. 1968 წელს მონაწილეობა მიიღო IX მსოფლიო ფესტივალში დამწყებთათვის და სტუდენტებისთვის სოფიაში, სადაც მეორე ლაურეატის და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო გამარჯვება 1973 წელს IX მსოფლიო ფესტივალზე მოიპოვა. მომღერალი არაჩვეულებრივი იყო ლირიკულ პარტიებში, თუმცა თავად არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ იგი მხოლოდ ლირიკული სოპრანო იყო, მას ასევე დრამატული პარტიებიც იზიდავდა. რაც დაამტკიცა, როდესაც შეასრულა მარგარიტას არია შარლ გუნოს ოპერიდან „ფაუსტი“; დონა ანას პარტია ა. ს დარგოვსკის ოპერიდან „ქვის სტუმარი“; ლეონორას არია „ტრუბადურებიდან“; ამელია პარტია „ბალ-მასკარადიდან“; აიდას (ასევე ამნერისის პარტიაც) პარტია ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „აიდა და სხვა. 1970-იანი წლებში წარსდგა პოლონეთში ფესტივალ „ვარშავის შემოდგომა“ გ. პლოვძივას სახელობის თეატრში ოპერა ევგენი ონეგინი. ჩეხოსლოვაკეთში იმავე ოპერით და ასევე მონაწილეობდა დადგმა „პიკის ქალი“. მიიღო მონაწილეობა დიდი თეატრის გასტროლში, გასტროლის მანძილზე პარიზში „პარიზის ოპერის თეატრი“, მონრეალში, მილანში „ლა სკალას“ თეატრი, ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ვოკალური ხელოვნების მოყვარულებმა მომღერალი გაიცნეს ოპერებით „ევგენი ონეგინი“, „სიმონ კოტკო“, „ომი და მშვიდობა“, „მოთამაშე“. მან ჩაატარა ტურნე კანადისა და აშშ-ს 13 ქალაქში. 1980-იან წლებში ოთხი სეზონის განმავლობაში მუშაობდა თეატრ კოვენტ-გარდენში სადაც მონაწილეობა მიიღო ოპერებში: „დონ ჟუანი“ და „La Clemenza di Tito“ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. მაყვალამ მონაწილეობა მიიღო დადგმა „პიკის ქალში“ ბოლონიაში. ასევე აიდას პირველი პარტია მიუნხენში, ამ წლებში პირველად შეასრულა ელიზაბეტას პარტია ოპერა „დონ კარლოსი“ (ჯუზეპე ვერდი). 1990-იან წლებში დიდი თეატრის გასტროლით ოპერა „პიკის ქალი“ იმღერა სიეტლში, ჰიუნსტონში და ვაშინგტონში. ნიუ-იორკში ცნობილ დარბაზ „კარნეგი-ჰოლში“ მან მონაწილეობა მიიღო საკონცერტო დადგმაში „თავადი იგორი“ (ალექსანდე ბოროდინი). 2000 წელს ნიუ-ჯერსში იგი მღერის „აიდაში“, მაგრამ არა მთავარ პარტიას, რომელსაც იგი დიდი თეატრისა და სხვა მსოფლიოს დიდ სცენებზეა ასრულებდა, არამედ ამნერისის პარტიას (მეცო-სოპრანო). ამავე წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2014 წლიდან - თეატრის მუსიკალური დირექტორის ასისტენტი. 2013 წლიდან ასწავლის გალინა ვიშნევსკაიას ოპერის სიმღერის ცენტრში.
აქვს ფართო საშემსრულებლო დიაპაზონი, უმღერია მსოფლიოს უამრავ თეატრებში.[1]
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1975 : რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1980 : საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 1983 : ზ. ფალიაშვილის სახელობის საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია
- 1986 : სსრკ სახალხო არტისტი
- 1997 : ღირსების ორდენი
- 1998 : რუსეთის ფედერაციის 1997 წლის სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
- 2001 : „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხის ორდენი
- 2006 : ხახლთა მეგობრობის ორდენი
- 2018 : „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ III ხარისხის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მაყვალა ქასრაშვილი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 13 მარტი
- დაბადებული 1942
- ქუთაისში დაბადებულები
- ქართველი მომღერლები
- ქართველი საოპერო მომღერლები
- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულები
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- რსფსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- ცოცხალი ადამიანები