მაქს ფონ ტილმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქს ფონ ტილმანი

მაქს ფონ ტილმანიგერმანელი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოგზაური, გერმანიის იმპერიის ხაზინის სახელმწიფო მდივანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო ბერლინსა და ჰაიდელბერგში. 1864 წელს გახდა საქსო-ბორუსიის კორპორაციის წევრი.

დიპლომატიურ სამსახურში შესვლის შემდეგ მსახურობდა გერმანიის საელჩოებში სანქტ-პეტერბურგში, კოპენჰაგენში, ბერნში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და სტამბოლში. როგორც დიპლომატმა მოაწყო ხანგრძლივი მოგზაურობა კავკასიაში, სპარსეთსა და ამერიკაში. 1875 წელს გამოსცა „მოგზაურობა კავკასიაში, სპარსეთსა და აზიურ თურქეთში“. 1886 წელს გახდა გენერალური კონსული სოფიაში. 1888-1894 წლებში იყო პრუსიის დესპანი დარმშტადტში, ჰამბურგსა და მიუნხენში. 1895-1897 წლებში მსახურობდა ელჩად ვაშინგტონში. 1897 წელს მიიწვიეს სახელმწიფო მდივნად იმპერიის ხაზინაში. ეს თანამდებობა ეკავა 1903 წლამდე. 1909 წლიდან იყო პრუსიის ზედა პალატის წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]