მაქს ეივე
იერსახე
|
მაქს ეივე 1945 წელს | |
| დაბადების სახელი | მაქს ეივე |
|---|---|
| ქვეყანა (სპორტი) | ნიდერლანდები |
| დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1901 |
| დაბადების ადგილი | ვატერგრაფსმერი, ნიდერლანდები |
| გარდაცვალების თარიღი | 26 ნოემბერი, 1981 (80 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ამსტერდამი, ნიდერლანდები |
| წოდება | დიდოსტატი (1950) |
| ფიდე რეიტინგი | 2530 (მაისი, 1974 ფიდეს რეიტინგის სია) |
| ჯილდოები და პრემიები | world chess champion |
| საიტი | maxeuwe.nl |
მაქს ეივე (ნიდერლ. Max Euwe; დ. 20 მაისი, 1901, ვატერგრაფსმერი, ნიდერლანდები — გ. 26 ნოემბერი, 1981, ამსტერდამი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი მოჭადრაკე, მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონი (1935–1937). ეივემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 1935 წელს ალექსანდრ ალიოხინთან გამარჯვებით (15,5:14,5). ტიტული დაკარგა 1937 წელს იმავე მეტოქესთან წაგებული მატჩში (9,5:15,5). ის იყო საერთაშორისო დიდოსტატი (1950) და საერთაშორისო არბიტრი (1951), ნიდელრანდების 13-გზის ჩემპიონი (1921–1955) და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (ფიდე) მესამე პრეზიდენტი (1970–1978). განათლებით იყო მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1964–1971 წლებში მუშაობდა ტილბურგისა და როტერდამის უნივერსიტეტების პროფესორად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006. — გვ. 158.