მაქსიმ მედვედევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმ მედვედევი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 სექტემბერი, 1989 (1989-09-29) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარჯვენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ყარაბაღი
ნომერი 5
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006– ყარაბაღი 325 (11)
ეროვნული ნაკრები
2009– აზერბაიჯანი 70 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მაქსიმ მედვედევი (დ. 29 სექტემბერი, 1989) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აღდამის „ყარაბაღისა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი და კაპიტანი. თამაშობს მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

მედვედევმა მთელი საფეხბურთო კარიერა ერთ საფეხბურთო კლუბში, აღდამის „ყარაბაღში“ გაატარა. მედვედევი გუნდს 2006 წელს შეუერთდა ამის შემდეგ არის გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მონაწილე ფეხბურთელი. არის აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 7-გზის ჩემპიონი და აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 4-გზის გამარჯვებული. მედვედევის დებიუტი ნაკრების რიგებში 2009 წელს შედგა. ამ დროს მედვედევი 19 წლის იყო. არის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-7 ფეხბურთელი. მისი ძირითადი პოზიციაა მარჯვენა მცველი ,მაგრამ აგრეთვე შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყარაბაღი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბაქოში, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში (ამჟამად აზერბაიჯანი). მედვედევი იყო „ყარაბაღის“ ახალგაზრდული აკადემიის პროდუქტი და ითველობდა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო ტალანტის მქონე ფეხბურთელად.[1]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედვედევის დებიუტი აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში 2008 წელს შედგა. მანამდე მედვედევს ჰქონდა აზერბაიჯანის 17 წლამდე ფეხბურთელთა და 19 წლამდე ფეხბურთელთ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება.[2]

2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დროს მედვედევი გახდა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მისი მონაწილეობა „ყარაბაღის“ მიერ წარმატებულ გამოსვლაში 2009 წლის უეფა-ს ევროპა ლიგაზე.[3][4] 2016 წლის 3 ივნისს მან კანადის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში პირველად ითამაშა ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში. პირველი გოლი ნაკრების რიგებში გაიტანა 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიტანა პირველი გოლი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში გაიტანა ნორვეგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა აზერბაიჯანის გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. 2018 წელს, მას შემდეგ რაც კარიერა დაამთავრა რაშად სადიკოვმა, მაქსიმ მედვედი არჩეული იქნა აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალ კაპიტნად. ნაკრების მასიურით გოლი აგრეთვე გატანილი აქვს 2018 წლის 29 მაისს ყირგიზეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში, აზერბაიჯანის მიერ ანგარიშით 3-0 მოგებულ შეხვედრაში მედვედევმა ანგარიში გახნა. რამდენიმე დღეში, 9 ივნისს ამხანაგურ შეხვედრაში გაუტანა ლატვიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. აზერბაიჯანის მიერ ანგარიშით 3-1 მოგებულ შეხვედრაში მედვედმა ანგარიში გახსნა. 2020 წლის 8 სექტემბერს ერთა ლიგაზე გაუტანა კვიპროსის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. შეხვედრა აზერბაიჯანის ნაკრების გამარჯვებით, 1-0 დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]