შინაარსზე გადასვლა

მაქსიმ ლევინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმ ლევინი

მაქს ლევინის დედა შვილის ფოტოსურათით კიევში 2022 წლის 5 აპრილს
მშობლიური სახელი უკრ. Макс Левін
დაბადების თარიღი 7 ივლისი 1981
ბოიარკა, კიევის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი 2022 (40 წლის)
ვიშგოროდის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
საქმიანობა ჟურნალისტი, ფოტოგრაფი

მაქსიმ ლევინი ( უკრ. Макси́м Євге́нович Ле́він ; დ. 7 ივლისი, 1981, ბოიარკა, კიევო-სვიატოშინსკის ოლქი, კიევის რეგიონი, უკრაინის სსრ, სსრკ — გ. 13 მარტი, 2022, გუტა-მეჟიგორსკაია, ვიშგოროდის რაიონი, კიევის ოლქი, უკრაინა ) — უკრაინელი ფოტოჟურნალისტი. აშუქებდა კიევში მაიდანის მოვლენებს, დონბასში სამხედრო მოქმედებებს და უკრაინის ომს . 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ფოტოგრაფად ინტერნეტ გამომცემლობა „LB.ua“- ში, ხოლო 2020 წელს გადავიდა ტელევიზია „ hromadske“- ში. დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

მაქსიმ ლევინი დაიბადა 1981 წლის 7 ივლისს კიევის რეგიონის ქალაქ ბოიარკაში.

ბავშვობიდან ოცნებობდა ფოტოგრაფობაზე, დადიოდა ფოტოკლუბში და იღებდა სურათებს. [1] [2] სკოლის დამთავრების შემდეგ .მამის დაჟინებული თხოვნით, დაამთავრა კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტი კომპიუტერული სისტემების ინჟინრის სპეციალობით. [2] [3] შემდეგ, 2006 წელს დაკავდა ფოტოჟურნალისტიკით. [4] თავდაპირველად მუშაობდა ჟურნალში „პენსია“, შემდეგ გაზეთ „კიევსკი ვედომოსტიში“, ფოტო სააგენტო „ფოტოლენტაში“ და სააგენტო „უნიანში“. 2007-2008 წლებში მუშაობდა გაზეთ „24“-ში, შემდეგ კი — ფრილანსერად ჟურნალებში: „ ფოკუსი “, „ პროფილი “, „ Український тиждень “, და სააგენტოებში „ როიტერსი “, „ ასოშიითედ პრესი “, „ ბი-ბი-სი[1] [2] .

ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ფოტოგრაფად ინტერნეტ გამოცემაში „LB.ua“ [2] [5] ის ასევე თანამშრომლობდა მოძრაობა Mens Rights Ukraine-ს პროექტ „ მამების კლუბთან,“ რომელიც ფოკუსირებული იყო მამაკაცთა დისკრიმინაციაზე, მამობის პასუხისმგებლობასა და სხვა საკითხებზე. [5] [6]

მაქსიმ ლევინი მუშაობდა ფოტოგრაფად კიევში მაიდანის მოვლენების დროს ხოლო 2014 წლის იანვარში, ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას, სცემეს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის „ბერკუტის“თანამშრომლებმა, მათ ლევინს დაუმტვრიეს კამერა. [7] ლევინის პროექტების უმეტესობა უკრაინის ომს ეხებოდა. როგორც თავად აღნიშნა „ალბათ ყველა უკრაინელი ფოტოგრაფის ოცნებაა გადაიღოს ფოტო, რომელიც ომს შეაჩერებს“. [8][9]

ფოტოები პროექტიდან "AFTERILOVAISK", ქუჩის გამოფენა ბოიარკაში, 2021 წელი

2014 წელს დონბასში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ლევინმა არაერთხელ იმოგზაურა ფრონტის ხაზზე.[10] .2014 წლის აგვისტოში დონეცკის ოლქის საბრძოლო ზონაში მომუშავე ოთხი ჟურნალისტის ჯგუფთან ერთად მოახერხა მსუბუქი ავტომანქანით გაერღვია კორდონი ილოვაისკის მახლობლად . [11] [12] იმავე წელს, თავის კოლეგა მარკიან ლისეიკოსთან ერთად ერთად წამოიწყო დოკუმენტური პროექტი „AFTERILOVAISK“, სადაც თვალყურს ადევნებდა იმ ადამიანების ბედს და ისტორიებს, რომლებიც გადაიღო ილოვაისკში. გარდა ჟურნალისტური საქმიანობისა, ლევინს ეკუთვნის ათობით ფოტო და ვიდეო პროექტები ისეთი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო, UNICEF და ეუთო. [1] მსოფლიოს არაერთ ქალაქში გაიმართა მის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენები, ასევე მისივე ნამუშევრების ექსპოზიციები. [4]

2020 წელს ის გადავიდა სამუშაოდ ფოტოგრაფად ტელევიზია „ hromadske“- ში სადაც ასევე აშუქებდა სამხედრო ოპერაციებს. [13] [14] ლევინის ფოტოები გამოქვეყნდა გამომცემლობებში: The Wall Street Journal, TIME, „ The Moscow Times“, „Vatican News“ რადიო თავისუფლება.[1]

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში, ლევინი მუშაობდა ფიქსერად (შუამავლად)ფრანგ ომის კორესპონდენტ პატრიკ შუაველისთვის. მარტში აწარმოებდა გადაღებებს დრონით კიევის რეგიონის ჩრდილოეთით მდებარე საბრძოლო ზონაში (მან უკრაინელ სამხედროებს გაუზიარა რამდენიმე სურათი, სადაც დაფიქსირებული იყო რუსული ჯარების მდებარეობა). 2022 წლის 10 მარტს ლევინის დრონი გაუჩინარდა ვიშგოროდის რაიონში მდებარე ტყეში, სოფელ გუტა-მეჟიჰირსკასა და მოშჩუნს შორის. ფოტოგრაფმა, რომელსაც თან ახლდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მაშინვე ვერ შეძლო მისი მოძებნა, რადგან მათ ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. 2022 წლის 13 მარტს, ლევინმა და ერთ-ერთი სამხედრო ყოფილი ფოტოგრაფი ალექსეი ჩერნიშევი ლევინის მანქანით წავიდნენ დრონის მოსაძებნად. იმავე დღეს, დილის 11:23 საათზე ლევინმა ტელეფონიდან შეტყობინება გაგზავნა, რის შემდეგაც კონტაქტზე არ გამოსულა და აღარ გამოჩენილა ინტერნეტში. ამის შემდეგ, ამ მხარეში დაიწყო ინტენსიური შეტაკებები უკრაინელ და რუს ჯარებს შორის. ლევინის თანამემამულე ჟურნალისტებმა შეშფოთება გამოხატეს, რომ ის შესაძლოა დაშავებულიყო ან დაეტყვევებინათ. ლევინისა და მისი გარემოცვის ადგილსამყოფელი დიდი ხნის განმავლობაში უცნობი რჩებოდა.[15][16][17]. იმ დროს ლევინის გაუჩინარების ზონაში იმყოფებოდა რუსეთის 106-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაწილები.[17][18]

31 მარტს პოლიციის თანამშრომლებმა ტყის ზოლში ლევინის დამწვარი მანქანა და დამწვარი სხეული (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩერნიშევის) აღმოაჩინეს. 1 აპრილს ლევინის ცხედარი მეტრში იპოვეს, რომელსაც გულმკერდის არეში ერთი და თავის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. უკრაინის გენერალური პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, უიარაღო ლევინი მოკლეს რუსმა სამხედროებმა, რის გამოც ვიშგოროდის რაიონულმა პროკურატურამ 2 აპრილს აღძრა სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) და დაიწყო წინასწარი გამოძიება  დანაშაულის ყველა გარემოების დადგენის მიზნით. ლევინი 40 წლის იყო. მას დარჩა ოთხი მცირეწლოვანი ვაჟი, მეუღლე და მოხუცი მშობლები. 3აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლევინი სიკვდილის შემდგომ დააჯილდოვა ორდენით მამაცობისთვის. ლევინთან დამშვიდობება გაიმართა 4 აპრილს კიევის წმინდა მიქაელის ტაძარში; პანაშვიდი აღავლინა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ. იგი დაკრძალეს ბოიარკას ახალ სასაფლაოზე.[19][20]

ლევინი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული მეექვსე ჟურნალისტი. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოძიების დასკვნებით, 13 მარტს ლევინი, ტყის გავლით, გაუცნობიერებლად შევიდა ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდნენ რუსეთის სამხედრო ძალები. იმავე დღეს, ლევინი და ჩერნიშევი მოკლე მანძილიდან თავში გასროლით მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში, რასაც სავარაუდოდ წინ უძღოდა დაკითხვა და წამება; ჩერნიშევის ცხედრის მდგომარეობის მიხედვით მას ბენზინი დაასხეს და ჯერ კიდევ ცოცხალს ცეცხლი წაუკიდეს.[17]

ლევინის ოჯახისთვის ორდენის გადაცემა, 2022 წ

ფოტოჟურნალისტი ცხოვრობდა ოჯახთან ერთად საკუთარ სოფლის სახლში ჟიტომირის რეგიონში. [21] როგორც თავად ამბობდა, არ იყო ახლოს პუტინის მომხრე მამასთან. [22] გატაცებული იყო სპორტით, კატამარანის რაფტინგით, ასევე უყვარდა ნივთების საკუთარი ხელით კეთება. [21]

ბოიარკის საქალაქო საბჭოს 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ბოიარკაში ზავოდსკაიას ქუჩას, სადაც ლევინი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და ამჟამად მისი დედა ცხოვრობს, ეწოდა მაქს ლევინის ქუჩა. [23] [24] 27 ოქტომბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით კიევში ბაგრატიონის ქუჩას გადაარქვეს სახელი და უწოდეს ლევინის სახელობის ქუჩა. [25]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Загинув документаліст і фотограф Макс Левін. LB.ua (2022-04-02). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Макс Левін. LB.ua. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  3. Загинув документаліст і фотограф Макс Левін. BBC Україна (2022-04-02). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  4. 4.0 4.1 Maks Levin. თარგი:Нп5. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  5. 5.0 5.1 Максим Левін пішов з Lb.ua. Детектор медиа (2020-02-17). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  6. Які цінності обстоюють батьківські організації в Україні?. თარგი:Нп5 (2022-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-07. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  7. Відкритий лист редакції LB.ua до міністра внутрішніх справ України Віталія Захарченка. LB.ua (2014-01-15). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  8. LB.ua вимагає від Захарченка компенсувати Левіну, матеріально або технікою, пошкоджену фотокамеру. თარგი:Нп5 (2022-01-16). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  9. Анна Шаманська. (2015-05-21) Кожен український фотограф мріє зробити фото, яке зупинить війну – Макс Левін. Радио «Свобода». ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  10. Журналіст Макс Левін загинув. თარგი:Нп5 (2022-04-02). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  11. Групі журналістів вдалося вирватися з-під Іловайська. Радио «Свобода» (2014-08-29). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  12. Четверо українських журналістів вирвалися з оточення під Іловайськом, ще троє залишаються в оточенні. Интерфакс-Украина (2014-08-29). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  13. Максим Левін почав працювати у hromadske. Детектор медиа (2020-06-02). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  14. Загинув фотожурналіст і документаліст Макс Левін. hromadske (2022-04-02). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  15. На лінії фронту під Києвом зник відомий фотожурналіст Макс Левін. Укринформ (2022-03-22). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  16. Ірина Балачук. (2022-03-22) Під Києвом на лінії фронту зник фотожурналіст Макс Левін. Украинская правда. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  17. 17.0 17.1 17.2 Exclusive RSF investigation into the death of Maks Levin: «Information and evidence collected indicates this Ukrainian journalist was executed». Репортёры без границ (2022-06-22). ციტირების თარიღი: 2022-06-18.
  18. Ukrainian journalist Maks Levin missing since March 13. Комитет защиты журналистов (2013-03-22). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  19. У Києві попрощалися з документалістом Максом Левіним. УНИАН (2022-04-04). ციტირების თარიღი: 2022-04-05.
  20. «Один із найкращих»: у Києві попрощалися з убитим росіянами фотографом Максом Левіним. Фокус (2022-04-04). ციტირების თარიღი: 2022-04-05.
  21. 21.0 21.1 Четвірка на «Інфініті». Як склалася доля журналістів, які побували в «Іловайському котлі». Частина перша. Детектор медиа (2017-08-28). ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  22. Євгенія Мазур, Едуард Крижанівський. (2019-08-29) Макс Левін: Іловайськ – це не про жалість. 24 канал. ციტირების თარიღი: 2022-04-03.
  23. Перейменування вулиць Боярської громади — 2022. თარგი:Нп5 (2022-07-01). ციტირების თარიღი: 2022-10-22.
  24. Вулица Максима Левіна. თარგი:Нп5 (2022-07-07). ციტირების თარიღი: 2022-10-22.
  25. Віталій Кличко: Київрада дерусифікувала ще понад 40 вулиць столиці. Киевский городской совет (2022-10-27). ციტირების თარიღი: 2022-10-28.