მაქსიმო-გომესი (კუბა)
მაქსიმო-გომესი (ესპ. Máximo Gómez) — ქალაქი კუბაში, მატანსასის პროვინციაში. ქალაქი დაარსდა 1770 წელს გუანახაიაბოს სახელწოდებით. ქალაქს სახელი შეეცვალა განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერის მაქსიმო-გომესის პატივსაცემად. ქალაქი მაქსიმო-გომესი 1978 წლამდე იყო მუნიციპალიტეტი, რომელიც შეიცავდა რანჩო-დელ-მედიოსა და საბანილია-დე-ლა-პალმას კომუნებს. მოგვიანებით მისი ტერიტორია შეუერთდა მარტის მუნიციპალიტეტს.