შინაარსზე გადასვლა

მაქსიმილიან ვილჰელმ ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაქსიმილიან ვილჰელმ ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი
დაბადების თარიღი 13 დეკემბერი, 1666(1666-12-13)[1] ან 14 დეკემბერი, 1666(1666-12-14)[2]
დაბადების ადგილი Iburg Castle
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 1726(1726-07-16)[1] (59 წლის) ან 27 ივნისი, 1726(1726-06-27)[2] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვენა
მოქალაქეობა  გერმანია
მამა ერნესტ ავგუსტი (ჰანოვერის კურფიურსტი)[1]
დედა სოფია პფალცელი[1]

პრინცი მაქსიმილიან ვილჰელმ ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი (გერმ. Maximilian Wilhelm von Braunschweig-Lüneburg, დ. 13 დეკემბერი, 1666, იბურგის ციხესიმაგრე — გ. 1 ივლისი, 1726, ვენა) — ავსტრიის გენერალ-ფელდმარშალი, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის ღვიძლი ძმა.

მაქსიმილიან ვილჰელმი ექვსი ძმიდან მესამე ძმა და ჰანოვერის (ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის) პირველი კურფიურსტის, ერნსტ ავგუსტის ვაჟი იყო. მისი უფროსი ძმა მოგვიანებით ბრიტანეთის ტახტს დაეუფლა, მაშინ როცა შუათანა ძმა, ფრიდრიხ ავგუსტი, და ორი უმცროსი – კარლ ფილიპი და კრისტიან ჰაინრიხი — იმ დროის მრავალი ომის დროს, შედარებით ახალგაზრდობაშივე დაიღუპნენ. ამის შემდეგ მაქსიმილიან ვილჰელმი მიიჩნევდა, რომ მემკვიდრეობის მიღებისას დაჩაგრეს, რადგან მისმა უფროსმა ძმამ არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, არამედ ჰანოვერიც მიიღო. ამის შედეგად, მან მთელი რიგი დიპლომატიური და პოლიტიკური ინტრიგები გააჩაღა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა მამის მთელი მემკვიდრეობის უფროსი ძმისთვის, ჯორჯისთვის, გადაცემა. ამასთან, მათი მეექვსე ძმა, ერნსტ ავგუსტი, რომელიც ბრიტანული იორკის ჰერცოგის ტიტულს, ასევე ლიუბეკის მმართველისა და ფაქტობრივად ჰანოვერის მეფისნაცვალის ტიტულს ფლობდა, ამ კონფლიქტში უფროს ძმას, ჯორჯს, უჭერდა მხარს მაქსიმილიან ვილჰელმის წინააღმდეგ. ინტრიგებში წარუმატებლობის, ზოგიერთი მოკავშირის დაკარგვისა და ერთი წლის პრუსიის ციხეში გატარების შემდეგ, მაქსიმილიან ვილჰელმი ავსტრიაში გადავიდა, სადაც პროტესტანტობიდან კათოლიციზმზე მოექცა და ავსტრიის არმიის სამსახურში ჩადგა.

მან მონაწილეობა მიიღო პფალცური მემკვიდრეობის ომში, სადაც კირასირთა პოლკის მეთაურად მსახურობდა. მოგვიანებით გენერალ-ფელდმარშლის წოდებას მიაღწია, მონაწილეობდა ესპანური მემკვიდრეობისთვის ომში და 1704 წელს, ჰოხშტედტის მეორე ბრძოლაში, პრინცი ევგენი სავოიელის არმიის კავალერიას მეთაურობდა.

როგორც მისი ძმა, იორკის ჰერცოგი ერნსტ ავგუსტი, მაქსიმილიან ვილჰელმიც არასდროს დაქორწინებულა და შვილები არ ჰყოლია. ის 1726 წელს ვენაში გარდაიცვალა.

  • Vgl. Georg Schnath, Adolf Köcher: Geschichte Hannovers im Zeitalter der neunten Kur und der englischen Sukzession 1674-1714, Bd. II. A. Lax, Hildesheim, Leipzig 1976, S. 249 und 511; Bd. IV. A. Lax, Hildesheim, Leipzig, 1982.
  • Setton, Kenneth Meyer (1991). Venice, Austria, and the Turks in the Seventeenth Century, Volume 192. American Philosophical Society. ISBN 0871691922
  • Ward, Adolphus William (1899). Great Britain & Hanover: some aspects of the personal union, being the Ford lectures delivered in the University of Oxford, Hilary term, Clarendon Press, 1899.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Lundy D. R. The Peerage
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #135916836 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.