მაქსიმე გვარლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაქსიმე გვარლიანი
მაქსიმე გვარლიანი.jpg
დაბ. თარიღი 21 ნოემბერი, 1914
დაბა მესტია, საქართველო
გარდ. თარიღი 19 იანვარი, 1993
დაბა მესტია, საქართველო
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ალპინისტი
მეგზური
ალპინიზმის ინსტრუქტორი

მაქსიმე გვარლიანი (დ. 21 ნოემბერი, 1914, დაბა მესტია, — გ. 19 იანვარი, 1993, დაბა მესტია) — ქართველი ალპინისტი, მეგზური, ალპინიზმის ინსტრუქტორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით მოეწყო მნიშვნელოვანი ასვლები კავკასიონსა და პამირის მთიანეთში 1937 წელს, შხელდაზე 1950 წელს, შხარაზე 1952 წელს. 1954 წელს მისი ხელმძღვანელობით პირველად დაიპყრეს „გიორგი ნიკოლაძის“, „თეთნულდის მსხვერპლთა ხსოვნის“ და „ენგელსის“ მწვერვალები, 1955 წელს პამირში მეცნიერებათა აკადემიის ქედზე მწვერვალი „როსია“. 1942 წელს კავკასიის ფრონტზე სადაზვერვო ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებდა სარდლობის საგანგებო დავალებებს. 1934-1965 წლებში იყო მესტიის ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]