მაქსენციუსის მავზოლეუმი
მაქსენციუსის მავზოლეუმი Mausoleo di Massenzio | |
---|---|
მავზოლეუმის შიდა ხედი | |
მდებარეობა | რომი, იტალია |
ტიპი | მავზოლეუმი |
მაქსენციუსის მავზოლეუმი (იტალ. Mausoleo di Massenzio) — აპიუსის გზაზე დიდი კომპლექსის ნაწილი, რომელიც მოიცავდა სასახლეს და ეტლების შეჯიბრის ცირკს, აშენებული იმპერატორ მაქსენციუსის მიერ. დიდი წრიული აკლდამა აშენდა მაქსენციუსის მიერ მე-4 საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის. როდესაც მისი ახალგაზრდა ვაჟი ვალერიუს რომულუსი გარდაიცვალა, ის იქ დაკრძალეს. ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის შემდეგ მავზოლეუმი საზოგადოებისთვის კვლავ გაიხსნა 2014 წელს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაქსენციუსმა გადაწყვიტა აკლდამის აშენება აპიუსის გზაზე, რადგან რომაული ჩვეულების თანახმად, ყველა ცხედარი უნდა დაკრძალულიყო ქალაქის გარეთ. კომპლექსი ძალიან ახლოსაა რამდენიმე კატაკომბასთან. ვარაუდობენ, რომ მავზოლეუმი იყო ორსართულიანი, ცილინდრული როტონდა დაახლოებით 35 მეტრის დიამეტრით, თუმცა შემორჩენილია მხოლოდ მისი ნახევრად მიწისქვეშა სართული. აქ არის ცენტრალური რვაკუთხა სვეტი ცხრა მეტრზე მეტი დიამეტრით და მას გარს აკრავს შვიდი მეტრის სიგანის, თაღოვანი დერეფანი ღია ნიშებით სარკოფაგებისთვის.[1] არ არის არანაირი კვალი იატაკის ან კედლის მორთულობისა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ შენობა არასდროს დასრულებულა.[2]
მე-18 საუკუნის საცხოვრებელი სახლი დიდწილად ფარავს მავზოლეუმს აპიუსის გზიდან და დგას იმ ადგილას, სადაც ოდესღაც სვეტებიანი კარიბჭე შემოფარგლავდა აკლდამის მთავარ შესასვლელს.[3] ეს თავდაპირველად იყო ფერმის სახლი და მოგვიანებით გადაკეთდა საცხოვრებლად ტორლონიების ოჯახის მიერ, რომელსაც ის ეკუთვნოდა 1943 წლამდე, სანამ ფაშისტური მთავრობის მიერ არ იქნა გადაბარებული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mausoleum of Romulus reopens after 20 years (9 June 2014). ციტირების თარიღი: 11 June 2015
- ↑ Claridge, Amanda (2010) Rome, 2nd, Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-954683-1.
- ↑ Wheeler, Ginny. Channeling the Past and Structuring the Future:The Versatile Architectural Vocabulary of Maxentius' Villa on the Via Appia. ციტირების თარიღი: 11 June 2015