მაურო სარატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაურო სარატე
Mauro Zarate at Auronzo.JPG
სარატე 2009 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაურო მატიას სარატე რიგა
დაბადების
თარიღი
18 მარტი, 1987 (27 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰაედო, არგენტინა
სიმაღლე 176 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ქუინს პარკ რეინჯერსი
(იჯარით ვესტ ჰემ იუნაიტედიდან)
ნომერი 29
ახალგაზრდული კარიერა
ველეს სარსფილდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2007 ველეს სარსფილდი 99 (28)
2007-2009 ალ სადი 6 (4)
2008ბირმინგემ სიტი (იჯარა) 14 (4)
2008-2009ლაციო (იჯარა) 36 (13)
2009-2013 ლაციო 68 (12)
2011-2012ინტერნაციონალე (იჯარა) 22 (2)
2013-2014 ველეს სარსფილდი 29 (19)
2014- ვესტ ჰემ იუნაიტედი 7 (2)
2015-ქუინს პარკ რეინჯერსი (იჯარა) 2 (0)
ეროვნული ნაკრები
2007 არგენტინა U20 5 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 თებერვალი, 2015 (UTC)

მაურო სარატე (იტალ. Mauro Matías Zárate); (დ. 18 მარტი, 1987, აედო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ ლაციოში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაურომ კარიერა ველესში დაიწყო, სადაც 17 წლამდე ახალგაზრდულში თამაშობდა, შემდეგ კი მისმა ბრწყინვალე თამაშმა იგი დიდ გუნდში აიყვანა. მისი დებიუტი 2004 წლის 21 აპრილს სარანდის არსენალის წინააღმდეგ შედგა. 2006 წელს კი მან აპერტურა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა 12 გოლით, როდრიგო პალასიოსთან ერთად.

2007 წელს ივნისში მაურო ყატარის ლიგაში გადაბარგდა სათამაშოდ კლუბ ალ საიდში, თუმცა აქ დიდი ხნით არ გაჩერებულა, მხოლოდ 6 თამაშის და 4 გოლის გატანა მოასწრო, სანამ იგი იჯარით ბირმინგემში არ წავიდა. მისი დებიუტი კი სანდერლენდის წინააღმდეგ შედგა, სადაც მისმა გუნდმა 2:0 იმარჯვა, ხოლო პირველი გოლი კი რედინგის კარში გაიტანა 2008 წლის 22 მარტს. ამას მიყვა მისი გატანი გოლი მანჩესტერ სიტის კარში და ასევე ევერტონის კარში. ბირმინგემი იმ სეზონში გავარდა, რაც ნიშნავდა იმას რომ მაურო არ დარჩებოდა ინგლისურ კლუბში.

2008 წელს მაურო არენდი ლაციოში გადავიდა 2.4 მილიონ ევროდ. პირველივე სეზონში სარატე ლაციოს წამყვანი ძალა გახდა, მან დებიუტშივე გაიტანა გოლი კალიარის კარში. ამის შემდეგაც მაურო არ გაჩერდა და ბევრი გუნდი დაამწუხრა, ხოლო ლაციოს ფანები კი მასში ახალ ლეგენდას ხედავდნენ, განსაკუთრებით დერბიში 4:2 მოგებულის შემდეგ, სადაც სარატემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ამავე სეზონში იგი ლაციოსთან ერთად იტალიის თასის მფლობელი გახდა, ფინალში მან გადამწყვეტი პენალტი გაუტანა სამპდორიას. სეზონის ბოლოს კი ლაციომ იგი 18 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

2009/10 სეზონი მაუროსთვის და ლაციოსთვის არც ისე კარგი გამოდგა, ხელს აშევე ტრავმებიც უშლიდნენ და საბოლოოდ სეზონი გუნდისთვის ჩავარდნილი გამოდგა, სარატე კი მხოლოდ იმით გამოირჩა რომ ფაშისტური სალუტით შემოიფარგლა ლაციოს ფანებთან ერთად, რის გამოც სანქციებიც დაუწესდა.

2010/11 სეზონი მაუროსთვის თითქოს კარგად უნდა დაწყებულიყო, თუმცა თითქმის ახალ მისული ედოარდო რეია მას არც თუ ისე დიდ დროს უთმობდა. მართალია სარატემ 9 გოლი გაიტანა საბოლოოდ იმ სეზონში, მაგრამ აშკარა იყო რომ მწვრთნელი მას ყურადღებას არ აქცევდა და თითქმის ყოველი წაგებული მატჩის შემდგომ მაუროს ადანაშაულებდა რომ იგი ბოლომდე არ იხარჯებოდა მოედანზე.

2011/12 სეზონში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბოლო დღეს მაურო იჯარით ინტერში გადავიდა. მისი სადებიუტო გოლი მოსკოვის ცსკას კარში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ჩემპიონატში კი ჯენოას კარში შეძლო გოლის გატანა. ეს იყო მაუროს ყველაზე საშინელი სეზონი მის კარიერაში, უმეტესად იგი სკამზე იჯდა და თამაშის საშუალებაც იშვიათად ეძლეოდა.

2012/13 სეზონში მაურო ისევ ლაციოში დაბრუნდა და იმედი გაჩნდა რომ იგი ისევ ათამაშდებოდა, თან იმის ფონზე რომ ლაციოში ედოარდო რეიას მაგივრად ვლადიმერ პეტკოვიჩი დაინიშნა. ევროპა ლიგაზე მაურომ მურას კარში გოლი გაიტანა და ეს იყო მისი ე.წ. ბოლო გასროლა, რადგან არც პეტკოვიჩის ხელში გაუმართლა სარატეს. ახალი ხმების თანახმად კი სავარაუდოდ ზამთარში იგი დატოვებს კიდეც რომაულ კლუბს.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს მაურომ არგენტინის U20-თან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ფინალში კი ჩეხეთის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა. 2008 წელს დიეგო არმანდო მარადონას მოსვლისას არგენტინის ნაკრებში განაცხადა რომ სარატესაც შანს მისცემდა, თუმცა ეს მხოლოდ სიტყვები იყო.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო:

ველესი

ლაციო

სანაკრებო

პირადი

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაურო აედოში, ბუენოს აირესის უბანში დაიბადა. მამამისი სერხიო, ჩილეს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც არგენტინულ „ინდეპენდიენტეში“ და იტალიურ ანკონაში აქვს ნათამაშები. დედამისი კატალინა რიგას კი წარმოშობით იტალიის ქალაქ კატანძაროდან არის. ბაბუამისი იუვენალიც ჩილელია და იგიც ყოფილი ფეხბურთელია. მაუროს ძმებიც ფეხბურთელები არიან, როლანდო არგენტინულ ურაკანში თამაშობს, არიელი კი — არგენტინულ ოლ ბოისში, ხოლო სერხიო სარატე კი მისი აგენტია. მაურომ ცოლად ნატალია მოიყვანა 2011 წელს, იანვარში კი გოგო ეყოლათ, რომელსაც მია დაარქვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]