მაურო გევგეოზიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაურო გევგეოზიანი
მაურო "El Armenio" გავგეოზიანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაურო გევგეოზიან კრესპო
დაბადების
თარიღი
10 მაისი, 1986 (1986-05-10) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
მონტევიდეო, ურუგვაი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტემპერლეი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006 - 2015 ფენიქსი 58 (37)
2007   პიუნიკი 1 (0)
2008 - 2009   სერიტო 18 (12)
2009 - 2010   ევერტონი 43 (15)
2011   პენაროლი 2 (0)
2013   ლიბერტადი 8 (0)
2013 - 2015   ალიანსა ლიმა 56 (19)
2016 - 2017 ატლეტიკო ბუკარამანდა 23 (11)
2017 ტემპერლეი 16 (7)
2017 ნიუელს ოლდ ბოისი 8 (1)
2018 ბელგრანო 11 (2)
2018 - 2019 გიმნაზია და ესგრიმა 9 (1)
2019 - ტემპერლეი 12 (4)
ეროვნული ნაკრები
2014 სომხეთი 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მაურო გევგეოზიანო (სომხ. Մաուրո Գևգեոզյան; დ. 10 მაისი, 1986, მონტევიდეო, ურუგვაი) — სომეხი-ურუგვაელი ფეხბურთელი. პოზიციით თავდამსხმელი. იგი 2014 წელს თამაშობდა სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში. ამჟამად თამაშობს კლუბ ატლეტიკო ტემპერლეიში.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტევიდოში დაბადებულმა მაურო გევგეოზიანმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა კლუბ ფენიქს მონტევიდოში დაიწყო. ამ კლუბში იგი გახდა Cerrito-ს ბომბარდირი და კლუბთან ერთად ურუგვაის მეორე დივიზიონის ჩემპიონი. სომხეთის კლუბ პიუნიკ ერევანში მცირე დროით (2007) ყოფნისას მან მოიგო 2007 წლის სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგა. შემდგომ, 2008 წელს, იგი დაბურნდა ფენიქსში და საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც მეორე დივიზიონის ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირი. ასეთმა თამაშმა იგი 2009 წლის ჩილეს პირემერა დივიზიონის დასრულებისას, მიიყვანა ჩილეს კლუბ „ევერტონი ვინია-დელ-მარში“. ტრავმის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა „პლეი-ოფ“-ში შესვლა. 2010 წელს გევგეოზიანი იყო კლუბის ძირითადი ბომბარდირი.

2011 წელს იგი შეუერთდა კლუბ პენაროლის, რომელთან ერთადაც მოიგო 2011-12 წლების ურუგვაის პრიმერა დივიზიონის სეზონი. იგი ბომბარდირების სიაში, 7 გოლით, მე-10 ადგილზე იყო.[1] ამის მიუხედავად, იგი მოედანზე მცირე დროს იღებდა. აქედან გამომდინარე, კვლავ დაბრუნდა ფენიქსში 2012 წელს და კვლავ გახდა გუნდის მნიშვნელოვანი ბომბარდირი; აღსანიშნავია პერაროლთან გამართული შეხვედრა, რომლის წინააღმდეგაც 2 თამაშში 3 გოლი გაიტანა.

2013 წლის იანვარში, იგი გაყიდეს პარაგვაის კლუბ ლიბერტადში. კლუბში მისი დებიუტი შედგა 2013 წლის 11 თებერვალს, პარაგვაის პრიმერა დივიზიონის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, რომელშიც ლიბერტადი გუარანის დაუპირისპირდა.[2]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეკულაცია, იმის შესახებ რომ მაურო გევგეოზიანი სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შეუერთდებოდა 2012 წლის ნოემბერში დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ვარდა მინასიანმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს თქვა რომ გევგეოზიანის მოწვევა სურდა; თავად გევგეოზიანი ამ ფაქტს სიხარულით შეხვდა და თქვა, რომ თუ იგი სომხეთის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდა ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის დიდად სასიხარულო იქნებოდა.[3][4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გევგეოზიანი დაიბადა სომხეურ ოჯახში, ურუგვაიში.[5] მიუხედავად იმისა, რომ პერუელმა გულშემატკივრებმა მას სხვა ზედმეტსახელი დაარქვეს, მას მისი თანაგონდელეები მოიხსენიებენ როგორც El Armenio.[6][7] გევგეოზიანი პირადად ამაყობს საკუთარი მეტსახელით.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Primera División. Soccerway.com. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
  2. Մաուրո Գեւգեոզյանը նորամուտը նշեց Պարագվայի առաջնությունում (in Armenian). sport.news.am. Retrieved 27 March 2013.
  3. Մաուրո Գուեւգեւոզյանը կհրավիրվի Հայաստանի հավաքական (in Armenian). sport.news.am. Retrieved 27 March 2013.
  4. Surprised to hear that I will be invited to Armenia’s national football team – Mauro Guevgeozián. sport.news.am. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
  5. "Новые армяне. Мхитарян, Мовсисян и еще 8 звезд из Армении" - sports.ru ru. mgfedayi.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
  6. El armenio Mauro Guevgeozian es el cuarto refuerzo del Club Libertad es. La Nacion.com.py. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 27 March 2013.
  7. A las órdenes es. Teledeportes. ციტირების თარიღი: 27 March 2013.[მკვდარი ბმული]
  8. Մաուրո Գեւգեւոզյան. Չգիտեմ, թե ինչու ինձ "Փյունիկում" չպահեցին (in Armenian). sport.news.am. Retrieved 27 March 2013.