მაუნტ-გამბირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მაუნტ-გამბირი
ინგლ. Mount Gambier
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
შტატი სამხრეთი ავსტრალია
კოორდინატები 37°49′46″ ს. გ. 140°46′58″ ა. გ. / 37.82944° ს. გ. 140.78278° ა. გ. / -37.82944; 140.78278
დაარსდა 1854
ფართობი 26,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 41 მეტრი
მოსახლეობა 25 199 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 943,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+9:30
საფოსტო ინდექსი 5290
ოფიციალური საიტი https://www.mountgambier.sa.gov.au/
მაუნტ-გამბირი — ავსტრალია
მაუნტ-გამბირი
მაუნტ-გამბირი — სამხრეთი ავსტრალია
მაუნტ-გამბირი

მაუნტ-გამბირი (ინგლ. Mount Gambier) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 25 199 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლებობის მიხედვით ამ ქალაქს 50-ე ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 943,78 ადამიანს. ქალაქის ფართობია 26,7 კმ². მაუნტ-გამბირი 450 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას, ხოლო მელბურნს 435 კილომეტრით. მაუნტ-გამბირთან მდებარეობს ორი ტბა ლურჯი ტბა და ვალეის ტბა, ტბები მოქცეულია გამბირის მთაზე, ეს ტერიტორიები ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტებია. მაუნტ-გამბირიდან 15 კილომეტრში მდებარეობს ორი შტატის სამხრეთი ავსტრალიის და ვიქტორიის ოფიციალური საზღვარი. ქალაქი დაარსდა 1854 წელს. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 708.3 მმ-ს.

ფოტო გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]