მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში (2018)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოქმედი ჩემპიონი პრეტენდენტი
Magnus Carlsen
Magnus Carlsen
Fabiano Caruana
Fabiano Caruana
 მაგნუს კარლსენი (NOR)  ფაბიანო კარუანა (USA)
6 (3) 6 (0)
დაბადების თარიღი:
30 ნოემბერი, 1990
დაბადების თარიღი:
30 ივლისი, 1992
მსოფლიოს პირველობაზე მატჩის გამარჯვებული (2016) პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული (2018)
ფიდეს რეიტინგი მატჩის დასაწყისისთვის: 2835[1] ფიდეს რეიტინგი მატჩის დასაწყისისთვის: 2832[1]

2018 წლის მატჩი მსოფლიოს პირველობაზე ჭადრაკში (56-ე ჭადრაკის ისტორიაში) ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში.

მატჩში მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა ჩემპიონმა, ნორვეგიელმა მაგნუს კარლსენმა და ამერიკელმა ფაბიანო კარუანამ.

12 პარტიისგან შემდგარი მატჩი უნდა ჩატარებულიყო 9 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე.

პრეტენდენტთა ტურნირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეტენდენტი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე გახდა ფაბიანო კარუანა — 2018 წლის პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებული, რომელიც ჩატარდა გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 2018 წლის 10 მარტიდან 27 მარტამდე. ფაბიანო კარუანამ 14 შესაძლებელი ქულიდან 9 დააგროვა (+5 -1 =8), რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანელი დიდოსტატის შაჰრიარ მამედიაროვის და რუსი სერგეი კარიაკინის შედეგი.

ორგანიზაცია და ჩატარების ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩი ჩატარდა ფიდეს ეგიდის ქვეშ, ხოლო ორგანიზაციის უფლება ჰქონდა კომპანია „აგონს“,[2] ფიდეს კომერციულ პარტნიორს. 2018 წლის მატჩის ჩატარებაზე განაცხადი შეიტანა არაერთმა აზიურმა ქვეყანამ,[3] იაპონია, სინგაპური, ტაილანდი, ჩინეთი[4] და სხვა.[5] 2017 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი ლონდონის კანდიდატურაზე.[6] 2017 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ მატჩი ლონდონში ჩატარდებოდა.[7]

2018 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა, რომ ორივე მონაწილემ ხელი მოაწერა მატჩში მონაწილეობის კონტრაქტს.[8]

განგრიგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო დღეებში, მატჩები ტარდება ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (GMT, UTC).[9]

რეგლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპონენტებმა უნდა ითამაშონ 12 პარტია იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ გაინაღდებს გამარჯვებას დროზე ადრე. რაც შეეხება დროი კონტროლს, პირველ 40 სვლაზე გამოყოფილი იყო 100 წუთი, 50 წუთი შემდეგ 20 სვლაზე და 15 წუთი პარტიის დამთავრებამდე ყოველი სვლის შემდეგ 30 წამის დამატებით. მოთამაშეებს არ ჰქონდათ დაზავების უფლება შავების ოცდამეათე სვლამდე.[10][11]

თუ მეთორმეტე პარტიის შემდეგაც ანგარიში თანაბარი იქნებოდა, ბოლო სათამაშო დღეს ჩატარდებოდა ტაი-ბრეიკი:

  • ოთხი პარტია სწრაფ ჭადრაკში (25 წუთი + 10 წამი ყოველი სვლის შემდეგ), თუ არც ერთი მონაწილე დროზე ადრე არ გაიმარჯვებდა. თუ ოთხი პარტიის შემდეგ გამარჯვებული არ გამოვლინდებოდა, მოჭადრაკეები ითამაშებდნენ ბლიცს.
  • ორპარტიანი ბლიცის (5 წუთი + 3 წამი ყოველი სვლის შემდეგ) ხუთი სერია შავებით და თეთრებით. გამარჯვებული იქნებოდა მოჭადრაკე, რომელიც პირველი მოიგებდა სერიას. თუ ყველა სერია ფრეთი დამთავრდებოდა, ჩატარდებოდა „არმაგედონი“.
  • ერთი „სიკვდილის პარტია“, იგივე „არმაგედონი“. თეთრებს აქვთ ხუთი წუთი, ხოლო შავებს ოთხი. 61-ე სვლიდან დაწყებული, ორივე მხარე ყოველი სვლის შემდეგ იღებს სამ წამს. მოთამაშე, რომელიც კენჭისყრაში გაიმარჯვებს, შეძლებს ფიგურების ფერი აირჩიოს. თეთრებს სჭირდებათ მხოლოდ გამარჯვება, ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულია შავი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკე.

მატჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეები ელოს რეიტინი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 + = ქულები
ნორვეგიის დროშა ნორვეგია მაგნუს კარლსენი 2835 ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ 0 0 12 6
აშშ-ის დროშა აშშ ფაბიანო კარუანა 2832 ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ ½ 0 0 12 6
ECO B31 D37 B31 A29 B31 C42 D37 B33 A29 B33 C42 B33
სვლების რაოდენობა 115 49 49 34 34 80 40 38 56 54 55 31
თარიღი 9.11 10.11 12.11 13.11 15.11 16.11 18.11 19.11 21.11 22.11 24.11 26.11

ტაი-ბრეიკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონაწილეები ელოს რეიტინგი 1 2 3 4 + = ქულები
ნორვეგიის დროშა ნორვეგია მაგნუს კარლსენი 2880 1 1 1 3 0 0 3
აშშ-ის დროშა აშშ ფაბიანო კარუანა 2789 0 0 0 0 3 0 0
ECO A22 B33 B40
სწრაფი ჭადრაკი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Top 100 Players November 2018. ციტირების თარიღი: 1 November 2018.
  2. FIDE-Agon agreement (3.1a) of Annex 11, 2012 FIDE General Assembly
  3. Next World Chess Championship to be held in Asia — FIDE president. TASS (1 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 1 December 2016.
  4. Глава ФИДЕ: «Хоу Ифань переключилась на мужские шахматы». ციტირების თარიღი: 27 декабря 2017.
  5. Япония и Сингапур претендуют на проведение матча за звание чемпиона мира по шахматам.
  6. London among contenders for 2018 world chess championship. OneIndia (24 May 2017). ციტირების თარიღი: 3 June 2017.
  7. London Will Host FIDE World Chess Championship Match 2018. World Chess (29 November 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  8. Мерензон Илья. Твиттер merenzon: Контракты подписаны.
  9. Schedule for the match. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2019. ციტირების თარიღი: 1 November 2018.
  10. RULES & REGULATIONS FOR THE FIDE WORLD CHAMPIONSHIP MATCH (FWCM) 2018 FIDE
  11. Carlsen, Magnus vs. Caruana, Fabiano | Carlsen-Caruana FIDE World Chess Championship 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-11-01