მატრიცა: აღორძინება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატრიცა: აღორძინება (ინგლ. The Matrix Resurrections) — 2021 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი. ფილმის პროდიუსერი, თანასცენარისტი და რეჟისორი ლანა ვაჩოვსკია. არის „მატრიცა: რევოლუციების“ (2003) გაგრძელება და მეოთხე ნაწილი მატრიცის ფილმების ფრენჩაიზიაში. კიანუ რივზი, კერი-ენ მოსი, ჯადა პინკეტ სმიტი და ლამბერტ უილსონი იმეორებენ თავიანთ როლებს წინა ფილმებიდან და მათ უერთდებიან იაჰია აბდულ-მატინი II, ჯესიკა ჰენვიკი, ჯონათან გროფი, ნილ პატრიკ ჰარისი და პრიანკა ჩოპრა ჯონასი. ფილმის მოქმედება ვითარდება რევოლუციებიდან სამოცი წლის შემდეგ და მოგვითხრობს ნეოს შესახებ, რომელიც ცხოვრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრებით, როგორც ვიდეო თამაშების შემქმნელი, რომელსაც აწუხებს სიზმრების რეალობისგან განსხვავება. აჯანყებულთა ჯგუფი მორფეუსის დაპროგრამებული ვერსიის დახმარებით ათავისუფლებს ნეოს მატრიცის ახალი ვერსიისგან და ებრძვის ახალ მტერს, რომელსაც ტრინიტი ტყვედ უჭირავს.

„რევოლუციების“ გამოსვლის შემდეგ ვაჩოვსკებმა უარყვეს მატრიცის კიდევ ერთი ფილმის შექმნის შესაძლებლობა. Warner Brothers-ის სტუდია მუდმივად გამოხატავდა ინტერესს ფრენჩაიზის აღორძინებით, დაიქირავა ზაკ პენი ახალი სცენარის დასაწერად მას შემდეგ, რაც ვაჩოვსკებმა უარი თქვეს ყველა შეთავაზებაზე მეტი გაგრძელების შესაქმნელად. 2019 წლის ბოლოს, საბოლოოდ დაანონსდა მატრიცის ფრენჩაიზის მეოთხე ფილმი, სადაც ლანა ვაჩოვსკი დაბრუნდა როგორც რეჟისორი მისი დის ლილის და რივზისა და მოსის გარეშე თავიანთი როლების განმეორებით. გადაღებები 2020 წლის თებერვალში დაიწყო, მაგრამ შემდეგ თვეში COVID-19 პანდემიის გამო შეჩერდა. ვაჩოვსკიმ ფილმის მიტოვება გადაწყვიტა, მაგრამ მსახიობები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ გაეგრძელებინა გადაღება. გადაღებები აგვისტოში განახლდა და სამი თვის შემდეგ დასრულდა.

„მატრიცა: აღორძინების“ პრემიერა შედგა ტორონტოში 2021 წლის 16 დეკემბერს. Warner Bros. Pictures-ის მიერ კინოთეატრებში HBO Max-ის ნაკადოვანი სერვისის მეშვეობით გამოვიდა 2021 წლის 22 დეკემბერს. ფილმმა ფინანსური ზარალი განიცადა. ბიუჯეტი -$190 მილიონი ჰქონდა, ხოლო შემოსავალი შეადგენდა $153 მილიონზე მეტს მსოფლიო მასშტაბით. ფილმმა მიიღო ნომინაცია საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის ბრიტანეთის კინოაკადემიის 75-ე დაჯილდოებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]