შინაარსზე გადასვლა

მატრიარქატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატრიარქატი (ლათ. mater— „დედა“, ნათ. ბრ. matris— „დედის“ და ძვ. ბერძნ. ἀρχή[archē]— „საწყისი“, „ძალაუფლება“; სიტყვასიტყვით — ქალის უფლება) — სოციალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა გვაროვნული წყობილების დაშლისა და კლასობრივ საზოგადოებაზე გარდამავალ პერიოდში. მატრიარქატიის ძირითადი ნიშნებია ქალის დომინირებული მდგომარეობა საზოგადოებაში, ქონებისა და თანამდებობის მემკვიდრეობა დედის მხრივ, მეუღლეთა მატრილოკალური ან დისლოკალური დასახლება (იხ. მატრილოკალური ქორწინება, დისლოკალური ქორწინება) დედისეული გვრის ზოგიერთი ნორმის ტრანსფორმაციის შედეგად. მატრიარქატი ცალკე პერიოდად პირველად გამოყო ი. ბახოფენმა ძველი კლასიკური მითების შესწავლის საფუძველზე. მატრიარქატის გადმონაშთები შემონახულია კუნძულ სუმატრაზე, მინანგკაბაუ ხალხში, მიკრონეზიის ცალკეულ ხალხებში და სხვაგან. სპეციალურ ლიტერატურაში ტერმინი „მატრიარქატი“ ზოგჯერ არაზუსტად გამოიყენება დედისეული გვაროვნული წყობილების მთელი პერიოდის ან მისი აყვავების ხანის აღსანიშნავად.