მატნისხევი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მატნისხევი | |
---|---|
![]() მდინარე მატნისხევი სოფელ მატანთან | |
ქვეყანა | საქართველო |
სათავე | პანკისის ქედი |
სიგრძე | 11,8 კმ |
აუზის ფართობი | 28,1 კმ² |
მატნისხევი – მდინარე ახმეტის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს პანკისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1185 მ, ერთვის მდინარე ალაზანს მარჯვნიდან სოფ.ხორბალოსთან. სიგრძე 11,8 კმ, აუზის ფართობი 28,1 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. შუა და ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 495.