მატილდა ტოსკანელი
| მატილდა ტოსკანელი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | არაუადრეს 1045 და არაუგვიანეს 1046 |
| დაბ. ადგილი | მანტუა |
| გარდ. თარიღი | 24 ივლისი, 1115[1] [2] |
| გარდ. ადგილი | ბონდენო დი რონკორე |
| დასაფლავებულია | წმინდა პეტრეს ბაზილიკა |
| საქმიანობა | ფეოდატორი, პოლიტიკოსი, არისტოკრატი და მარკგრაფი[3] |
| მეუღლე | გოდფრიდ IV, ქვემო ლოთარინგიის ჰერცოგი[4] და ველფ V |
| მამა | ბონიფაციუს III, ტოსკანის მარკიზი[5] |
| დედა | ბეატრიჩ ლოთარინგიელი |
| შვილ(ებ)ი | ბეატრიჩე ქვემო ლოთარინგიიდან[4] და უცნობი ქალიშვილი[5] |
| ხელმოწერა |
![]() |
მატილდა ტოსკანელი (იტალ. :Matilde di Toscana; ლათ. : Matilda ან Mathilda; დაახლ. 1046 – 1115 წლის 24 ივლისი), ან მატილდა კანოსელი (იტალიურად: Matilde di Canossa [maˈtilde di kaˈnɔssa*]), ასევე მოიხსენიებოდა როგორც la Gran Contessa („დიდი გრაფინია“), იყო კანოსას საგვარეულოს (ასევე ცნობილი როგორც ატონიდები) წარმომადგენელი XI საუკუნის მეორე ნახევარში. მატილდა ითვლება შუა საუკუნეების იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მმართველ ფიგურად. იგი მართავდა ისეთ დროს, როდესაც მუდმივი ომები, პოლიტიკური ინტრიგები და ეკლესიისგან შეჩვენებები იყო გავრცელებული.
მატილდა მართავდა, როგორც ფეოდალი მარკიზა და, როგორც საღვთო რომის იმპერატორის სალიური დინასტიის ნათესავი, მნიშვნელოვანი შუამავალი იყო ინვესტიტურისთვის ბრძოლაში. ეს გრძელვადიანი კონფლიქტი უკავშირდებოდა სასულიერო (sacerdotium) და საერო (regnum) ხელისფულებას შორის ურთიერთობას. პაპმა გრიგოლ VII-მ 1076 წელს საღვთო რომის იმპერატორი ჰაინრიხ IV (მაშინ — რომაელთა მეფე)გაათავისუფლა თანამდებობიდან და შეაჩვენა. ამავე პერიოდში, მატილდა გახდა მნიშვნელოვანი ტერიტორიების მფლობელი, რაც მოიცავდა დღევანდელ ლომბარდიას, ემილიას, რომანიას და ტოსკანას. მან კანოსას ციხე-სიმაგრე, აპენინის მთებში რეგიოს სამხრეთით, აქცია თავისი სამფლობელოს ცენტრად.[6]
ჰაინრიხ IV-ის ცნობილი მობოდიშება კანოსას ციხესიმაგრესთან 1077 წლის იანვარში პაპმა მიიღო და მას ეკლესიაში დაბრუნების უფლება მისცა. თუმცა, იმპერატორსა და პაპს შორის შეთანხმება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1080 წლიდან დაწყებულ კონფლიქტებში ჰაინრიხ IV-ის წინააღმდეგ, მატილდამ თავისი სამხედრო და მატერიალური რესურსები მთლიანად გადსცა პაპობას. მისი კარისწრე იქცა თავშესაფრად მრავალი დევნილისთვის ინვესტიტურისთვის ბრძოლის დროს და ამავე პერიოდში დაიწყო კულტურული აღმავლობა. პაპ გრიგოლ VII-ის გარდაცვალების შემდეგაც (1085), მატილდა დარჩა ეკლესიის რეფორმატორული ფრთის მნიშვნელოვან საყრდენად.
1081-1098 წლებში, ჰაინრიხ IV-თან მიმდინარე რთული დაპირისპირება კრიზისად იქცა კანოსას მმართველებისთვის. ამ პერიოდზე ისტორიული წყაროები მწირია. გარდატეხა მოხდა მას შემდეგ, რაც მატილდამ კავშირი დაამყარა გერმანიის სამხრეთელ ჰერცოგებთან, რომლებიც ჰაინრიხ IV-ს ეწინააღმდეგებოდნენ.
1097 წელს ჰაინრიხ IV უკან დაიხია ალპების ჩრდილოეთით — საღვთო რომის იმპერიის ნაწილისკენ, რის შედეგადაც იტალიაში ძალაუფლების ვაკუუმი(ქვეყანაში ან კონკრეტულ რეგიონში აღარ არსებობს ძლიერი და სტაბილური მმართველი ძალა, ანუ ძალაუფლება დროებით ან მთლიანად დაკარგულია, ხოლო მმართველობის ფუნქციები დაურეგულირებელია ან გაურკვეველია.) წარმოიშვა. საერო და სულიერი ძალაუფლების დაპირისპირებამ შეცვალა იტალიური ქალაქების სოციალური და მმართველობითი სტრუქტურა, რამაც შესაძლებელი გახადა მათი ემანსიპაცია და მუნიციპალური განვითარება. 1098 წლის შემოდგომიდან მატილდამ დაიბრუნა უამრავი დაკარგული ტერიტორია. სიცოცხლის ბოლომდე ის ცდილობდა ქალაქებზე, ხელახლა კონტროლის დამყარებას. 1098 წლის შემდეგ მან სულ უფრო მეტად გამოიყენა შესაძლებლობები თავისი ძალაუფლების გასამყარებლად.
რადგან მას შვილი არ ჰყავდა, სიცოცხლის ბოლოს მატილდამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო თავის მემკვიდრეობას — განსაკუთრებით პოლირონეს აბატობისთვის ქონების გადაცემით.
დონიცოს ქრონიკის მიხედვით, 1111 წლის 6-11 მაისს, მატილდა ჰაინრიხ V-მ ბიანელოს ციხესიმაგრეში (ქუატრო კასტელა, რეგიო ემილია) დაასახელა საიმპერატორო ვიკარად და იტალიის ვიცე-დედოფლად.
მატილდას გარდაცვალებით კანოსას საგვარეულო შეწყდა 1115 წელს. XIII საუკუნემდე, პაპები და იმპერატორები კვლავ განაგრძობდნენ ბრძოლას ე.წ. „მატილდას მიწებზე“ (Terre Matildiche) — მისი მდიდარი მემკვიდრეობის გამო.
მატილდას მმართველობა და გავლენა იქცა ცალკეულ კულტურულ ეპოქად იტალიაში, რომელიც გასაქანი ჰპოვა ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და სასწაულთა ლეგენდების გაფურჩქვნაში. მის მემკვიდრეობას, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა კონტრრეფორმაციისა და ბაროკოს პერიოდში. პაპმა ურბან VIII-მ 1630 წელს მისი ნეშტი გადაასვენა რომში, სადაც ის გახდა პირველი ქალი, რომელიც დაკრძალეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Women's Biography: Matilda of Tuscany, countess of Tuscany, duchess of Lorraine, contains several letters to and from Matilda.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ FemBio database
- ↑ BeWeB
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118731726 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- 1 2 Cawley C. Medieval Lands: A prosopography of medieval European noble and royal families
- 1 2 Lundy D. R. The Peerage
- ↑ Nash, Penelope (2017). Empress Adelheid and Countess Matilda: Medieval Female Rulership and the Foundations of European Society (English). Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-59088-6.
