მატვეევ-კურგანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატვეევ-კურგანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დაარსდა 1999
მდებარეობა მატვეევ-კურგანი, როსტოვის ოლქი
სტატუსი მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
დირექტორი ლიუბოვ სემერიჟნაია
Images.png გარე სურათები
Image-silk.png მატვეევ-კურგანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი


მატვეევ-კურგანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Матвеево-Курганский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ მატვეევ-კურგანში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მუზეუმის მისამართი: 346500, როსტოვის ოლქი, სოფელი მატვეევ-კურგანი, პირველი მაისის ქუჩა № 18.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატვეევო-კურგანის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1999 წლის 10 თებერვალს როსტოვის ოლქის მატვვეო-კურგანის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის № 79 განკარგულების შესაბამისად. ამ პერიოდისთვის სოფელში იდგა საჭიროება გადაერჩინათ და დაეცვათ რაიონის კულტურული მემკვიდრეობის მასალები.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პირველი ექსპონატები ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც საბრძოლო დიდების მუზეუმმა გადასცა მას რამდენიმე ნივთი სოფლის მოსახლეობის პირადი არქივიდან. მუზეუმის გახსნა გაიმართა 2000 წელს და მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების 55-ე წლისთავს.

მატვეევო-კურგანის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გააჩნია ოთხი საგამოფენო დარბაზი.

დარბაზებში „მიუს-ფრონტი 1941-1943 წწ.“ და „რევვოლუცია. სამოქალაქო ომი“, „ავღანეთი. ჩეჩნეთი. სულის ტკივილი“ გამოფენილია ომის ისტორიის ექსპონატები: სამოქალაქო ომისა და მეორე მსოფლიო ომის, ავღანეთისა და ჩეჩნეთის მოვლენები და მათში მატვეევო-კურგანის მოსახლეთა მონაწილეობის ამსახველი მასალები.

მესამე დარბაზში წარმოდგენილია რაიონის ისტორია 1917 წლამდე. აქვეა წარმოდგენლი კაზაკთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ელემენტები - უთოები, ჭურჭელი, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, ქალის კაბები.

მეოთხე დარბაზში წარმოადგენილია რაიონის განვითარება საბჭოთა მმართველობის პერიოდში, შეგროვებული მასალა ასახავს კომპანიების ისტორიას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას რაიონში, გამოფენილია ნუმიზმატიკის მასალები, საათები, ანტიკვარული რადიოები და ა. შ.

ამჟამად მუზეუმის ფონდი მოითვლის 2 900 ექსპონატს. მათ შორისაა ფოტოები, დოკუმენტები, ხატები, ნუმიზმატიკა და სხვ.

მუზეუმში მიმდინარეობს ექსკურსიები სკოლამდელი ასაკისა და დაბალი კლასის მოსწავლეთათვის.

მუზეუმის დირექტორია ლიუბოვ ივანეს ასული სემერიჟნაია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]