მასტოპათია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Fibrocystic change - intermed mag.jpg

მასტოპათიამკერდის კიბო, ქალებში განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ყველაზე ხშირი. კიბოსწინარე დაავადებებიდან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასტოპათიას — სარძევე ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიას, რომლებიც 4-5 ჯერ ზრდიან კიბოს წარმოქმნის რისკს.

ქალის სარძევე ჯირკვალი ასაკობრივი თუ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო მთელი სიცოცხლის მანძილზე განიცდის გარდაქმნას. მას განსხვავებული აგებულება აქვს ბავშვობის, გარდატეხის, რეპროდუქციულ (ნაყოფიერების) ასაკში, ასევე მენოპაუზის შემდეგ. ჯირკვალი პერიოდულად, მენსტრუალურ ციკლთან[1] დაკავშირებითან, ცვალებადობს, მის სტრუქტურაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ქალის ცხოვრების ბუნებრივი მოვლენები (ორსულობა, ძუძუს წოვება).

განვითარების მექანიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა ხსენებულ ეტაპზე სარძევე ჯირკვალში განვითარებულ ცვლილებებს განაპირობებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებში გამომუშავებული ჰორმონები. ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში ჰორმონული წონასწორობა- ჰომეოსტაზი უნდა იყოს დამყარებული.

ზოგიერთი პროცესი(აბორტები, საკვერცხეებისა და მათი დანამატების ანთებები, ნერვული სისტემის დაავადებანი და სხვ.) ჰორმონული დისბალანსის განვითარებას იწვევს, ანუ ჰორმონები ნორმაზე მეტი ან ნაკლები რაოდენობიტ გამომუშავდება. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობამ შესაძლოა არა მხოლოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (მასტოპათია, ადენომა), არამედ ზოგჯერ ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებაც გამოიწვიოს.

რისკფაქტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასტოპათიის განვითარება ბევრადაა დამოკიდებული სოციალურ ფაქტორებზე, ის უფრო ხშირია ეკონომიკურად ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში. ამ პათოლოგიის განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

დადგენილი, რომ ქალებს, რომლებიც ადრეულ ასაკში თხოვდებიან, აბორტებს არ მიმართავენ, ბევრ შვილს აჩენენ და პატარებს 1 წლამდე მაინც ძუძუთი კვებავენ, მასტოპათიისა და მკერდის კიბოს საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

კლინიკური ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასტოპათია ძირითადად ახალგაზრდა (20-40 წლის) ასაკში ვითარდება. დაავადება, როგორც წესი, სარძევე ჯირკვალში გამკვრივებით ვლინდება და შეიძლება ცალ ან ორივე ჯირკვალში ჩამოყალიბდეს ერთეული თუ მრავლობითი წარმონაქმნის სახით. მასტოდინია- ზოგჯერ სარძევე ჯირკვალში არანაირი ცვლილბა არ ფიქსირდება, მაგრამ ქალი ძუძს ტკივილს უჩივის. ტკივილი ძლიერია, შესაძლოა, ბეჭსა და მხარსაც გადაეცემოდეს. ფიბროადენომატოზი — სარძევე ჯირკვალში კვანძების გაჩენა, რომლებიც მთელ ჯირკვალშია გავრცელებული (დიფუზური ფიბროადენომატოზი), ან მხოლოდ მის რომელიმე უბანში (კვანძოვანი ფიბროადენომატოზი) ფიბროადენომა- სარძევე ჯირკვალში კვანძების გაჩენა, რომლებიც ძირითადად 20-25 წლის ქალებში ვითარდება. ცისტები- შეიძლება იყო სხვადასხვა ზომის, კონსისტენციის, რაოდენობის. ზოგჯერ აღინიშნება დვრილიდან გამონადენი (გამჭვირვალე, მღვრიე, მომწვანო, რძისფერი ან სისხლიანი); გამოიყოფა თავისთავად, ან დვრილზე თითის დაჭერის შედეგად. მასტოპათიის ყველა ჩამოთვლილი ფორმის დროს ჩივილები (მტკივნეულობა, წარმონაქმნი ზომაში მატება) განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის წინა და მენსტრუაციის წერიოდში.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასტოპათიის ამოცნობა თვითონ ქალს შეუძლია. თვით განსიჯვად წოდებული პროცედურა რეგულარულად, თვეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს უნდა ჩატარდეს.

ქალმა ყურადღება უნდა მიაქციოს სარძევე ჯირკვლების სიმეტრიულობას, კანის ფერს, გამონადენს დვრილიდან, გამკვირვებულ, მტკივნეულ უბნებს, აგრეთვე იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვედა არეებს.

მასტოპათიის კიბოდ გადაგვარების მომენტის დაჭერა ძალზე რთულია, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც ავთვისებიანი პროცესის დაწყებამდე მიუთითებს. ესენია: ფიქსაცია (კვანძი არ მოძრაობს), დვრილის გასქელება, სიმსივნის თავზე კანის ჩაზნექა, იღლიის ფოსოში ჯირკვლების გაჩენა, დვრილიდან სისხლიანი გამონადენი.

ამგვარი სიმპტომების გაჩენისთანავე ქალმა სასწრაფოდ მიმართოს მამოლოგს (ან ოჯახის თუ პოლიკლინიკის ექიმს, რომელიც მას შემდგომში მოქმედების გზას უჩვენებს). დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდი და რენტგენოგრაფია, საჭიროების შემთხვევაში კი- ციტოლოგიური გამოკვლევა. ბოლო წლებში იმუნოლოგიურ ტესტირებასაც მიმართავენ. ამ შემთხვევაში სპეციალური მარკერები მიუთითებს სიმსივნის არსებობაზე.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასტოპათიის სხვადასხვა ფორმა განსხვავებულ მკურნალობას მოითხოვს, უმეტესად, საჭირო ხდება ჰორმონული ჩარევა. ჰორმონული ჰომეოსტაზის (წონასწორობის) აღდგენაში ახალგაზრდა ქალებს შესაძლოა ორსულობა, მშობიარობა და ძუძუს წოვება დაეხმაროს.

გინეკოლოგიური დაავადებების დროს აუცილებელია ამ სფეროს მოწესრიგება. ქირურგიულ მკურნალობას მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავენ, მაგ., ფიბრო-ადენომის არსებობას, რადგანაც ხშირია მისი კიბოდ გადაგვარება. ოპერაცია მარტივია, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. ამ დროს ქალის სტაციონარში დაწოლაც კი არ არის საჭირო.

პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფილაქტიკის მიზნით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თვითგასინჯვასა და ექიმის მიერ ჩატარებულ კონსულტაციას, რაც, წესით, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. University of Maryland Medical Center. Fibrocystic Breast Disease - Overview. წაკითხვის თარიღი: 21 June 2012.