მასტოდონტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასტოდონტები
მასტოდონტის ჩონჩხი
მასტოდონტის ჩონჩხი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ხორთუმიანები
ოჯახი:  მასტოდონტები
ლათინური სახელი
Mammutidae
გავრცელება

მასტოდონტები (ბერძნ. mastos — დვრილი და odus, ნათ. ბრ. odontos — კბილი), ნამარხი ცხოველების ჯგუფი ხორთუმიანთა რიგისა. ცხოვრობდნენ ძირითადად მესამეულ პერიოდში. ჰქონდათ დიდი, მასიური სხეული, რომლის სიმაღლე 1,5-3,2 მ აღწევდა. ძირითადი კბილების გვირგვინის აგებულების მიხედვით არჩევენ ბორცვკბილიან და ქედკბილიან მასტოდონტებს. საჭრელი კბილები ეშვებად ჰქონდათ გადაქცეული. უძველეს ფორმებს ეშვები ჰოქნდათ როგორც ზედა, ისე ქვედა ყბაზე, უფრო გვიანდელ წარმომადგენლებს კი ქვედა ეშვები სულ არ გააჩნდათ ან ჰორიზონტალურად ჰქონდათ გაბრტყელებული. მასტოდონტები ნაპოვნია აზიაში, ევროპაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპასა და აზიაში ამოწყდნენ ნეოგენის ბოლოს, აფრიკაში და ჩრდილოეთ ამერიკაში — მეოთხეული პერიოდის დასაწყისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 6, გვ. 486, თბ., 1983