მასტინო ნაპოლეტანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასტინო ნაპოლეტანო
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა 50-68 კგ.
სიმაღლე 65-75 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
9-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

მასტინო ნაპოლეტანო (იტალ. Mastino napoletano) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში ანტიკურ ხანაში.

ნეაპოლიტანური მასტიფები უძველესი დროიდან გვხვდება კამპანიაში (იტალიის ცენტრალური ნაწილი), თუმცა გამოფენაზე 1947 წლამდე არ გამოჩენილა. ჯიში სათავეს იღებს რომაელი მებრძოლი ძაღლებისგან და ცირკის მასტიფებისგან, რომლებიც რომში საბერძნეთის გავლით მოხვდნენ, სადაც ალექსანდრე მაკედონელმა ჩაიყვანა. სახლისთვის საუკეთესო მოდარაჯე ძაღლის აღწერისას რომაელ მწერალს - კოლუმელს - როგორც ჩანს ეს მძიმეწონიანი ძაღლი ჰყავდა მხედველობაში. მასტინო ნაპოლეტანო 50 წლის წინ განადგურებას გადაარჩინა ენთუზიასტმა პიერო სკანციანიმ.

მასტინო ნაპოლეტანოს პატარაობიდანვე სჭირდება გაწვრთნა და სხვა ცხოველებთან კონტაქტი. ამ ძაღლს არ სჭირდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, თუმცა ჭამის დროს არააკურატულობა და დიდი ზომები სახლში საცხოვრებლად მიუღებელს ხდის. საერთოდ ამ ჯიშის ძაღლი მხოლოდ გამოცდილმა ადამიანმა უნდა იყოლიოს. მასტინონაპოლეტანო კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს. აქვს სქელი, მაგარი, მძიმე ზედა ტუჩები, გრძელი და განიერი თეძოების კუნთები. სხეული დაფარულია ხშირი, მოკლე, გლუვი ბალნით, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს ნაცრისფერი, ცისფერი, წითელი ხისფერი, ვეფხვისებრი, ყავისფერი, შავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]