მასაჩუსეტსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასაჩუსეტსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
42°42′04″ ჩ. გ. 73°06′58″ დ. გ. / 42.70111° ჩ. გ. 73.11611° დ. გ. / 42.70111; -73.11611
დაარსდა 1999
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა North Adams
ოფიციალური საიტი http://www.massmoca.org
Map

მასაჩუსეტსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Massachusetts Museum of Contemporary Art; MASS MoCA) — ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ,,Arnold Print Works"-ს გადაკეთებულ შენობაში მდებარეობს, ჩრდილოეთ ადამსში, მასაჩუსეტსი. ეს არის შეერთებული შტატების თანამედროვე ვიზუალური ხელოვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი. აშენდა Arnold Print Works–ის მიერ, რომელიც მუშაობდა ადგილზე 1860 წლიდან 1942 წლამდე, კომპლექსი გამოიყენებოდა Sprague Electric–ის კომპანიის მიერ გადაკეთებამდე.

მუზეუმი თავდაპირველად გაიხსნა 19 გალერეით და 100,000 კვადრატული ფუტის (9,300 მ 2) საგამოფენო სივრცით 1999 წელს. მას შემდეგ შენობა ბერვჯერ გაფაართოვდა, მათ შორის გამორჩეულია 2008 წელს შენობა ნომერი 7-ის გაფართოება და 2017 წლის მაისში 130,000 კვადრატული ფუტის სივრცის დამატება.[1]

მუზეუმში ტარდება Bang on the Can Summer Institute,[2] სადაც კომპოზიტორები და შემსრულებლები მთელი მსოფლიოდან მოდიან ახალი მუსიკის შესაქმნელად. ფესტივალი, რომელიც 2001 წელს დაიწყო, მოიცავს ზაფხულის კონცერტებს გალერეებში სამი კვირის განმავლობაში. 2010 წლიდან დაწყებული, მუზეუმი გახდა Solid Sound Music Festival-ს სახლი. მასაჩუსეტსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, კლარკის ხელოვნების ინსტიტუტთან და უილიამსის კოლეჯის ხელოვნების მუზეუმთან ერთად (WCMA), ქმნის ჩრდილოეთ ბერკშირის მნიშვნელოვანი ხელოვნების მუზეუმების ტრიოს.

მუზეუმის ადგილმდებარეობა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის მთავარი შესასვლელი, კამპანილის კოშკით მარჯვნივ (2012)

შენობები, რომლებსაც ახლა მუზეუმი იკავებს, თავდაპირველად აშენდა 1870-1900 წლებში კომპანია Arnold Print Works– ის მიერ. თუმცა, აქამდე აქ არსებობდა სხვადასხვა დანიშნულების შენობა. კოლონიური დროიდან მცირე ზომის ინდუსტრიები განლაგებული იყო ამ სტრატეგიულ ნახევარკუნძულზე, მდინარე ჰოუსიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტოტებს შორის. 1860 წელს ძმები არნოლდები ჩავიდნენ ამ ადგილას და შექმნეს თავიანთი კომპანია უახლესი აპარატურით.

მათ საქმიანობა დაიწყეს 1862 წელს და მალევე გახდნენ პოპულარული. სამოქალაქო ომის დროს მათ ხელი შეუწყეს მსხვილ სამთავრობო კონტრაქტებს სამოქალაქო ომის დროს ტანსაცმლის მიწოდებისათვის.[3] 1871 წლის დეკემბერში, ცეცხლმა მოიცვა ქარხანა და გაანადგურა მისი რვა შენობა. რეკონსტრუქცია დაიწყო მაშინვე და გაფართოვებული კომპლექსი დასრულდა 1874 წელს. მიუხედავად 1870-იანი წლების ეროვნული დეპრესიისას ქარხანამ შეიძინა დამატებითი მიწა მდინარე ჰოსიკის გასწვრივ და აშენდა ახალი შენობები. 1900 წლისთვის, დღევანდელი მარშალის ქუჩის კომპლექსის გარდა ყველა შენობა აშენებული იყო.

1905 წელს ქარხანაში დასაქმებული იყო 3000-ზე მეტი მუშა და იყო ერთ-ერთი წამყვანი ტექსტილის მწარმოებელი მსოფლიოში. ქარხანა აწარმოებდა 580,000 იარდ ქსოვილს კვირაში. არნოლდს ჰქონდა ოფისები ნიუ-იორკში და პარიზში. ტექსტილის გარდა, ქარხანაში მზადდებოდა ,,ნაცრისფერი ქსოვილი", რომელიც იყო უხეში დაუმთავრებელი ქსოვილი, საიდანაც მზადდებოდა ნაბეჭდი ფერადი ქსოვილი.[4] 1942 წელს Arnold Print Works იძულებული გახდა დაეხურა ფილიალი და დაეტოვებინა ჩრდილოეთ ადამსი საზღვარგარეთ წარმოებული ქსოვილის დაბალი ფასების, ასევე დიდი დეპრესიის ეკონომიკური შედეგების გამო.

ამის შემდეგ შენობას ფლობდა Sprague Electric. ქარხანა დაიხურა 1985 წელს. შედეგად, ჩრდილოეთ ადამსი დარჩა „დეინდუსტრიალიზებული“ და აღმოჩნდა მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის წინაშე.[5] კომპლექსი 1985 წელს ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში იყო შეტანილი.[6]

მასაჩუსეტსის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განვითარება დაიწყო მას შემდეგ, რაც Sprague–მ შენობები დატოვა. 1986 წელს უილიამსის კოლეჯის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების ჯგუფი ეძებდა დიდ ქარხანას ან წისქვილის შენობას, სადაც მათ თანამედროვე ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა სურდათ. მათ შეიძინეს ქარხანა და დაიწყეს მუზეუმის სამშენებლო გეგმის შედგენა. სახსრების მოძიებას და ორგანიზებას მრავალი წელი დასჭირდა. მუზეუმს მასაჩუსეტსის თანამეგობრობამ 18.6 მლნ აშშ დოლარი გადასცა მას შემდეგ, რაც საჯარო/კერძო კოალიციამ სახელმწიფოს მთავრობისგან მოითხოვა პროექტის მხარდაჭერა.[7] ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ბიზნესმა 8 მილიონი აშშ დოლარი შესწირებს პროექტს.[8] 1999 წელს მუზეუმი გაიხსნა.

კემბრიჯის არქიტექტურული ფირმის Bruner Cott & Assoc-ის მიერ აშენებულ მუზეუმს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტისა და ისტორიული დაცვის ეროვნული ნდობის მიერ.[9]

2015 წელს, Assets for Artists–ის რეზიდენციის პროგრამა დაიწყო მხატვრებისა და მწერლებისთვის, მოეწყო სტუდიის სივრცე მუზეუმში და Maker's Mill–ში.[10] 2017 წლის 29 მაისს მე-6 შენობა გაიხსნა როგორც გალერეის სივრცე და მუზეუმს დაემატა დაახლოებით 130,000 კვადრატული ფუტის საგამოფენო სივრცე.[11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Trainer, Jennifer (ed.); Whitman, Nicholas (photographer), MASS MoCA: From Mill to Museum. North Adams: MASS MoCA Publications, 2000.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Big Art, Big Money And Big Hopes Drive MASS MoCA's New Building 6.
  2. Dobrzynski, Judith H. (May 30, 1999). „Massachusetts Home for Contemporary Art“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2007-09-20.
  3. Trainer, p. 9
  4. Trainer, p. 10
  5. Trainer, p.11
  6. Press Release: Site History. Mass MoCA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-04. ციტირების თარიღი: 2021-09-19.
  7. Trainer, p. 12
  8. Watson, Bruce, “A Unique Home for Cutting-Edge Art,’’ Smithsonian, March 2000, p. 129.
  9. Bruner/Cott Award. brunercott.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-18. ციტირების თარიღი: 2021-09-19.
  10. DeBrincat, A.M. (2016). „Making Space To Create“. ArtFile Magazine. Brooklyn, NY. ციტირების თარიღი: 2020-02-28.
  11. Building 6's big bang attracts thousands to Mass MoCA's new expanded footprint.