მასატლანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მასატლანი
Mazatlán

ისტორიული ცენტრი
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი სინალოა
კოორდინატები 23°13′12″ ჩ. გ. 106°25′12″ დ. გ. / 23.22000° ჩ. გ. 106.42000° დ. გ. / 23.22000; -106.42000
ფართობი 3 068,5 (მუნიციპალიტეტი) კმ²
ცენტრის სიმაღლე 139 მეტრი
მოსახლეობა 438 434 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC-7
სატელეფონო კოდი 669
საფოსტო ინდექსი 82000
ოფიციალური საიტი mazatlan.gob.mx
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

მასატლანი (ესპ. Mazatlán) — ქალაქი მექსიკაში, სინალოის შტატში. წარმოადგენს მასატლანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს.

მდებარეობს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიის ნახევარკუნძულის უკიდურესი სამხრეთი წერტილის გასწვრივ.

მასატლანი ნაჰუატლის ენაზე „ირმების ადგილს“ ნიშნავს.[1] ქალაქია 1531 წელს ესპანეთის არმიამ და ინდიელმა მოსახლეებმა დააარსეს.[2] XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოსახლდა დიდი რაოდენობით გერმანელი იმიგრანტი, რომლებმაც მასატლანი აყვავებულ სავაჭრო ნავსადგურად აქციეს, საიდანაც ახლომდებარე ოქროსა და ვერცხლის მაღაროებისათვის აღჭურვილობა შემოდიოდა. 1859-1873 წლებში მასატლანი სინალოის შტატის დედაქალაქი იყო. გერმანელებმა გავლენა ასევე იქონიეს ადგილობრივ ბანდზე, რომელიც ბავარიული ფოლკლორის ალტერნატივაა. 1900 წლის 14 მარტს, მათვე დააარსეს ლუდსახარში Pacífico.

2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 438 434 ადამიანს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 489 987-ს. ამ მაჩვენებლით მასატლანი შტატში სიდიდით მეორე ქალაქია.

მასატლანი საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. პლაჟების გასწვრივ ჩამწკრივებულია სასტუმროები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ayuntamiento Municipal de Mazatlán]
  2. Benchwick, G & Hecht, J (2009). Puerto Vallarta and Pacific Mexico. Lonely Planet, გვ. 320. ISBN 1-74104-806-0.