მასალიტინის სახლი
მასალიტინის სახლი რუს. Дом Масалитиной | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′30″N 39°43′49″E / 47.225097° ჩ. გ. 39.730347° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | გრიგორ ვასილევი |
ტიპი | ეკლექტიკა |
გახსნის თარიღი | 1890 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მასალიტინის სახლი (რუს. Дом Масалитиной) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩისა და კიროვის პროსპექტის გადაკვეთაზე. აგებულია 1890 წელს ეკლექტიკის სტილში არქიტექტორ გრიგორ ვასილევის მიერ[1]. XX საუკუნის დასაწყისში სახლი ეკუთვნდა ვაჭარ პ. მასალიტინს. ამჟამად შენობაში განთავსებულია რესტორანი „ნიუ-იორკი“[2] მასალიტინის სახლს გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მასალიტინის სახლი (რომელსაც თავიდან ვოროჟეინის სახლს უწოდებდნენ) ააგეს 1890 წელს არქიტექტორ გრიგორ ვასილევის პროექტის მიხედვით[1]. 1913-1914 წლებიდან სახლი უკვე ვაჭარ მასალიტინის კუთვნილებაა. შენობაში განთავსებული იყო მარმელშტეინის საგალანტერიო ფაბრიკა, მასალიტინის ჰალვის საკონდიტრო ფაბრიკა, ბეიტლანისა და კიუნცელმის ძეხვის ფაბრიკა, ვოლოშინოვის საათების მაღაზია[4].
1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. მეორე სართულზე განათავსეს საცხოვრებელი ბინები. მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა კუთხის გუმბათი, ომის შემდეგ იგი აღადგინეს, თუმცა შედარებით მარტივ ფორმებში. 1950-იან წლებში სახლის პირველ სართულზე განლაგებული იყო: საპარიკმახერო, საკონდიტრო მაღაზია და ლუდის ბარი[4].
1990-2000 წლებში შენობას რამდენიმეჯერ შეეცვალა მფლობელი. თითოეული მათგანი ცდილობდა შეეცვალა მისი სახე. 2010-იანი წლების დასაწყისში სახლს ჩაუტარდა რემონტი. მშენებლები განუდგნენ პროექტს, რის გამოც შეიცვალა შენობის სრული ფერთა გამა. პირველი სართული შეღებეს მწვანედ[5]. 2013 წლის 28 სექტემბერს შენობაში მოხდა ხანძარი[6].
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მასალიტინის სახლი აგებულია ეკლექტიკის სულისკვეთებით[1]. მის არქიტექტურაში ასევე გამოიყენება ბაროკოსა და კლასიციზმის ელემენტები. ფასადებს ამშვენებს აგურის დეკორაცია. სარკმლის ღიობები გაფორმებულია დეკორაციული თამასებით და სანდრიკებით[4].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Есаулов Г. В., Черницына В. А. Архитектурная летопись Ростова-на-Дону. — 2-е изд.. — Ростов-на-Дону, 2002. — ISBN 5-8456-0489-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Кукушин B. C. Русский классицизм // История архитектуры Нижнего Дона и Приазовья. — Ростов-на-Дону: ГинГО, 1995. — 275 с. — ISBN 5-88616-027-2.
- ↑ А. Оленев «Нью-Йорк» закоптил ростовское небо // Вечерний Ростов. — 30 сентября 2013 года.
- ↑ Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-09-28.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Доходный дом К.А. Ворожеина (Дом П. Масалитиной). voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-10-15.
- ↑ Доходный дом Ворожеина не прошел проверку. ГТРК Дон-ТР. ციტირების თარიღი: 2013-10-16.
- ↑ Евдокия Ветрова. (2013-09-28) В центре Ростова загорелся ресторан «Нью-Йорк». donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2013-10-16.