მასალათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
მასალათა
არაბ. مسلاتة
Horizon shot in Msallata-Libya01.JPG
ქვეყანა ლიბიის დროშა ლიბია
რეგიონი ტრიპოლიტანია
რაიონი ელ-მაღრაბი
კოორდინატები 32°34′56″ ჩ. გ. 14°02′24″ ა. გ. / 32.58222° ჩ. გ. 14.04000° ა. გ. / 32.58222; 14.04000
ცენტრის სიმაღლე 227[1]
მოსახლეობა 23 702[1] კაცი (2004)
სასაათო სარტყელი UTC+2
მასალათა — ლიბია
მასალათა

მასალათა (არაბ. مسلاتة) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ლიბიაში, ელ-მაღრაბის რაიონში. ისტორიულად იგი ისლამის სწავლების ცენტრი იყო. ასევე ცნობილია ზეთისხილის პლანტაციებითა და ზეითუნის ზეთის წარმოებით. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლის 16 ნოემბერს, მასალათაში გამოცხადდა ტრიპოლის რესპუბლიკა, რომელიც არაბულ სამყაროში პირველი რესპუბლიკა იყო. ქალაქ ტარჰუანის მსგავსად, სახელი მიიღო ლიბიის ყოფილი რაიონის — ტარჰუანა-ვა-მასალათისგან.

ქალაქის ისტორია რომაული ხანიდან იწყება, რა დროსაც მას მისფეს სახელით მოიხსენიებდნენ. იგი სადგური იყო ლეპტის-მაგნასა და ტარჰუანას შორის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]