მარ-ო-ჰიპოპოტამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარ-ო-ჰიპოპოტამი
ფრანგ. Mare aux Hippopotames
კოორდინატები: 11°33′00″ ჩ. გ. 4°09′00″ დ. გ. / 11.55000° ჩ. გ. 4.15000° დ. გ. / 11.55000; -4.15000
მდებარეობა ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
სიმაღლე ზღვის დონიდან 300 
ფართობი 600 კმ²
მარ-ო-ჰიპოპოტამი — ბურკინა-ფასო
მარ-ო-ჰიპოპოტამი

მარ-ო-ჰიპოპოტამი (ფრანგ. Mare aux Hippopotames) — ტბა ზემო აუზების რეგიონში, ბურკინა-ფასოს დასავლეთით. სახელწოდება სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ბეჰემოთების ტბა“.

ტბა მდებარეობს მოჰონის ხეობის მაღლობზე, ქალაქ ბობო-დიულასოდან 50 კმ-ით ჩრდილოეთში და შედის მდინარე შავი ვოლტის აუზში[1]. წვიმების სეზონში ტბის ფართობი შეადგენს 6 კმ²-ს, მინიმალური ფართობი — 1,2 კმ²-ს. ტბა დაფარულია მცენარეულობით და ბეჰემოთების ბინადრობისთვის საყვარელი ადგილია, რის გამოც მიიღო ტბამ ეს სახელწოდება. ამას გარდა, ტბაში ბინადრობს ფრინველთა დაახლოებით 250 სახეობა, მათ შორის წყალში მცურავთა დიდი რაოდენობა[2].

ტბის დიდი მნიშვნელობა რეგიონის ბიომრავალფეროვნებისთვის მტკიცდება იმით, რომ მისი აუზი 1977 წელს შეყვანილი იქნა ბიოსფერული რეზერვატების მსოფლიო ქსელში, ხოლო 1990 წელს აღიარეს წყალ-ჭაობიან სავარგულად, რომელსაც რამსარის კონვენცია იცავს[2]. ტბა მდებარეობს რეზერვატის ბირთვში და ადგილობრივი მაცხოვრებლების სალოცავი ადგილია[1].

დღეისათვის ტბის სანაპიროზე არ არსებობენ დასახლებული პუნქტები, ისინი 1935 წელს გადაიტანეს ნაპირიდან შორს, როდესაც ტბა გახდა განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორია. ტბის შემოგარენში მდებარეობს რამდენიმე სოფელი[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MARE AUX HIPPOPOTAMES. ადამიანი და ბიოსფერო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-10. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
  2. 2.0 2.1 Mare aux Hippopotames. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
  3. Paulette Taita. (2003) Use of woody plants by locals in Mare aux Hippopotames Biosphere Reserve in western Burkina Faso. Biodiversity and Conservation. ციტირების თარიღი: 2010-10-30.[მკვდარი ბმული]