შინაარსზე გადასვლა

მარჯორი ლი ბრაუნი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარჯორი ლი ბრაუნი
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი
დაბ. ადგილი 1914 წელი
გარდ. თარიღი 19 ოქტომბერი
გარდ. ადგილი 1979 წელი
დასაფლავებულია Beechwood Cemetery[1] [2]
მოქალაქეობა აშშ
ეროვნება Black people[3]
საქმიანობა მათემატიკოსი[4]
მუშაობის ადგილი Wiley University[5] [3] , North Carolina Central University[5] [3] , Gilbert Academy[3] და მიჩიგანის უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი[5] [3] , ჰაუარდის უნივერსიტეტი[5] , მიჩიგანის უნივერსიტეტი[3] , LeMoyne Normal Institute[3] და ჰარვარდის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები William Thomas Fletcher და Geraldine Claudette Darden
სამეცნიერო სფერო მათემატიკა

მარჯორი ლი ბრაუნი (ინგლ. Marjorie Lee Browne; დ. 9 სექტემბერი, 1914 — გ. 19 ოქტომბერი, 1979) — მათემატიკის განათლების სპეციალისტი, ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც მათემატიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო.

ადრეული ასაკი და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯორიმ ისწავლა ჰაუარდის უნივერსიტეტში, 1935 წელს მათემატიკის ბაკალავრიატი დაასრულა.[6] ხარისხის მიღების შემდეგ, ასწავლიდა საშუალო სკოლასა და კოლეჯში, მათ შორის გილბერტის აკადემიაში, ახალ ორლეანში. რამდენიმე წლის შემდეგ განაცხადი შეიტანა მიჩიგანის უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე. მიჩიგანის უნივერსიტეტი იღებდა აფროამერიკელ სტუდენტებს, მაშინ როდესაც აშშ-ს მრავალი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება არ იღებდა. მას შემდეგ, რაც სრულ განაკვეთზე მუშაობდა ისტორიულად შავკანიანთა უაილი კოლეჯში მარშალში, ტეხასში, და მიჩიგანში მხოლოდ ზაფხულობით დადიოდა, ბრაუნის შრომა გამართლდა და მიიღო სასწავლო სტიპენდია მიჩიგანში, სრულ განაკვეთზე სწავლობდა და 1949 წელს დაასრულა დისერტაცია. მისი დისერტაცია, „ერთპარამეტრიანი ქვეჯგუფების კვლევა გარკვეულ ტოპოლოგიურ და მატრიცულ ჯგუფებში", ხელმძღვანელობდა ჯორჯ იური რაინიჩი.[7]

იგი იყო ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ქალი აშშ-ში, რომელმაც მათემატიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო, ევლინ ბოიდ გრანვილთან ერთად, რომელმაც ასევე მიიღო დოქტორის ხარისხი 1949 წელს.[6] ხოლო, ეუფემია ჰეინსი იყო პირველი აფროამერიკელი ქალი აშშ-ში, რომელმაც მათემატიკაში დოქტორის ხარისხი მიიღო, 1943 წელს.[8]

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ბრაუნი ვერ ინარჩუნებდა სასწავლო პოზიციას კვლევით დაწესებულებაში. ამიტომ საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლებისთვის „თანამედროვე მათემატიკის" სწავლება დაიწყო. განსაკუთრებით ფოკუსირებდა უმცირესობებისა და ქალების მათემატიკური განათლების წახალისებაზე.[6]

შემდეგ ბრაუნი შეუერთდა ჩრდილოეთ კაროლინას კოლეჯის (ამჟამად ჩრდილოეთ კაროლინას ცენტრალური უნივერსიტეტი) ფაკულტეტს, სადაც ოცდაათი წლის განმავლობაში ასწავლიდა და კვლევებს აწარმოებდა, დეპარტამენტის ხელმძღვანელი 1951-დან 1970 წლამდე. ასევე მუშაობდა მთავარ მკვლევარად, მათემატიკის სექციის კოორდინატორად და ლექტორად საშუალო სკოლის მეცნიერებისა და მათემატიკის მასწავლებელთა საზაფხულო ინსტიტუტში.[6]

მარჯორი ლი ბრაუნი გარდაიცვალა გულის შეტევით დურჰამში, ჩრდილოეთ კაროლინა, 1979 წლის 19 ოქტომბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისმა ოთხმა სტუდენტმა დააარსა მარჯორი ლი ბრაუნის სატრასტო ფონდი ჩრდილოეთ კაროლინას ცენტრალურ უნივერსიტეტში, რომელიც აფინანსებს მარჯორი ლი ბრაუნის სტიპენდიას და მარჯორი ლი ბრაუნის გამორჩეული კურსდამთავრებულთა სალექციო სერიას.[6]

1999 წლიდან, მიჩიგანის უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტი მასპინძლობს მარჯორი ლი ბრაუნის კოლოკვიუმს, რომელიც ყოველწლიურად იწვევს მომხსენებელს „წარმოადგინოს მოხსენება, რომელიც ხაზს უსვამს მათ კვლევას, მაგრამ ასევე ეხება მეცნიერებაში მრავალფეროვნების საკითხს.“[9]

  • Patricia Clark Kenschaft, "Black Men and Women in Mathematical Research," Journal of Black Studies, vol. 18, no. 2 (December 1987), pp. 170–190.
  • Scott W. Williams, "Black Women in the Mathematical Sciences," (SUNY Buffalo Math Dept.)
  • E. Fogg, C. Davis, and J. Sutton, "Profile of Marjorie Lee Browne." Retrieved from the World Wide Web, Agnes Scott College's "Biographies of Women Mathematicians" Web Site on 28 July 2004.
  • "MiSciNet's Ancestors of Science, Marjorie Lee Browne," Science, September 10, 2004.
  • Charlene Morrow and Teri Perl (eds), Notable Women in Mathematics, a Biographical Dictionary, Greenwood Press, 1998. pp. 17–21.