მარჯვენა ხელის წესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარჯვენა ხელის წესი: V — გამტარის მოძრაობის სიჩქარის მიმართულება; B — მაგნიტური ველის ინდუქციის მიმართულება; Emf — გამტარში აღძრული ინდუქციური დენის მიმართულება

მარჯვენა ხელის წესი — წესი რომელსაც იყენებენ მაგნიტურ ველში მოძრავ გამტარში ინდუქციური დენის მიმართულების განსასაზღვრავად.

ამ წესის თანახმად, თუ მარჯვენა ხელისგულს ისე მოვათავსებთ რომ გადახრილი ცერის მიმართულება ემთხვეოდეს გამტარის მოძრაობის მიმართულებას, ხოლო მაგნიტური ველის ძალწირები ხელისგულში შედიოდნენ, მაშინ ინდუქციური დენის მიმართულება გამტარში თანხვდება გაშვერილი ოთხი თითის მიმართულებას. მარჯვენა ხელის წესი ლენცის წესის შედეგია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]