მარჯანიშვილი (თბილისის მეტრო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარჯანიშვილი (მეტროსადგური))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარჯანიშვილი
Marjanishvili.JPG
სადგურის ბაქანი
მდებარეობა ჩუღურეთის რაიონი
თბილისი, საქართველო
კოორდინატები 41°42′35″ ჩ. გ. 44°47′51″ ა. გ. / 41.7098194° ჩ. გ. 44.7975472° ა. გ. / 41.7098194; 44.7975472
ხაზი 1
ბაქანი 1
მშენებლობა
არქიტექტორი ო. მელია
გ. მელქაძე
ისტორია
გაიხსნა 11 იანვარი 1966 (1966-01-11)

მარჯანიშვილითბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც სადგურის მოედნისა და რუსთაველის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ო. მელია და გ. მელქაძე. სადგურის მშენებლობას საპროექტო კომპანია „თბილქალაქპროექტი“ აწარმოებდა.

მოლურჯო და თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული სადგურში ახლად დამონტაჟებულია სარეკლამო ბილბორდები, თანამედროვე ტიპის მონიტორები. მოსაცდელი დარბაზის ბოლოს, კედელზე რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულებაა მოცემული. სწორედ მის სახელს ატარებს სადგური. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]